ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები

AutoSharing Option
წლების წინ გიორგი დევდარიანმა ბევრისთვის გაუგებარ კილომეტრებზე დაიწყო ლაპარაკი - რომ ევროპაში ფეხბურთელებს უთვლიდნენ, რამდენს დარბოდნენ და იმაზე, რომ ფეხბურთელების ქმედუნარიანობას აპარატით ითვლიდნენ...

იყო შეხედულება, თითქოს, ქართველი ფეხბურთელები არ დარბოდნენ და მოძრაობა ეზარებოდათ. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გამოიყენა "პოლარის" სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა. პროგრამის მონაცემებმა აჩვენა, რომ, თურმე, ქართველებიც დარბიან. შესაძლოა, ისე ხარისხიანად და ინტენსიურად არა, როგორც ევროპელები, მაგრამ მაინც დარბიან.

დაფარული მანძილით ქართველი ფეხბურთელები საუკეთესო მაჩვენებლებთან ახლოს არიან - სადღაც 11-12 კილომეტრს
ფარავენ. მაქსიმალურ სისწრაფეს რაც შეეხება: "ლელო" უკვე წერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" მცველ ლუკა ლაკვეხელიანს გასაოცარი შედეგი - 34.9 კმ/სთ დაუფიქსირდა. თურმე, ჩვენ თვალწინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი თამაშობს.

- 34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!

ინტერნეტში ადვილია მსგავსი და ბევრი სხვა საინტერესო მონაცემის მოძიება. ასე რომ მივყვეთ და გავიგოთ, როგორი მაჩვენებლებია მაღალ დონეზე. დავინტერესდით და ძალიან საინტერესო ციფრებს წავაწყდით.

მანძილი ამპლუის მიხედვით
აქსიომაა, რომ ფეხბურთელი გარკვეულ მანძილს ამპლუიდან გამომდინარე დარბის. ყველაზე ცოტა დატვირთვა, ცხადია, მეკარეებზე მოდის - 1.5 კილომეტრიდან 3 კილომეტრამდე მანძილს ფარავენ.

მეკარეებთან შედარებით მეტი სირბილი ცენტრალურ მცველებს უწევთ, რადგან უმთავრესად, საკუთარ საჯარიმოში ტრიალებენ და მეტოქის ნახევარზე მხოლოდ "სტანდარტულის" ან კუთხურის შესრულებისას მოძრაობენ. მათი საშუალო მონაცემი 5-7 კმ-ია.

ფლანგის მცველებს ბევრად მეტი ჯაფა ადგათ, რადგან შეტევებში ცენტრალურ მცველებზე ხშირად ერთვებიან და გასაკვირი არ არის, რომ მათი მონაცემები 8-10 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

დიდ სამუშაოს ასრულებენ ფლანგის ნახევარმცველებიც, რომლებიც ასევე დიდ მანძილს ფარავენ. მათი მონაცემები დაახლოებით 11-12 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.

ადრე თავდამსხმელებიც, დაახლოებით, ცენტრალური მცველების რეჟიმში, მხოლოდ მოედნის გარკვეულ სეგმენტზე მოძრაობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი სამოქმედო არეალი საგრძნობლად გაიზარდა - შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ. უკეთეს პოზიციაში მოხვედრისა და გატანის იმედად, ასევე, მეტოქის შეტევის ჩასაშლელად, მათ უბურთოდ ბევრი მოძრაობა უწევთ. ამიტომ, მათი მაჩვენებელი გაიზარდა და საშუალოდ 7-10 კმ-ის ფარგლებშია.

მართალია, ჩვენს პირველობაზე საუკეთესო მონაცემები ფლანგის მცველებსა და თავდამსხმელებს დაუფიქსირდათ, მაგრამ ევროპაში იციან, რომ ყველაზე მეტი მოძრაობა ცენტრალურ ნახევარმცველებს უწევთ, რადგან ამ პოზიციაზე რთული ამოცანები წყდება: შუა ხაზი ვალდებულია, გუნდის ერთიანი სტრუქტურის ორგანიზება მოახერხოს, დაცვიდან ბურთი სწრაფად ამოიტანოს, შეტევა ასევე სწრაფად წამოიწყოს და მეტოქის იერიშები შეაჩეროს.

ისინი საშუალოდ 10-12 კილომეტრს ფარავენ. ეს ამ პოზიციის მოთამაშისთვის ჩვეულებრივი ნორმაა და არა - ზემაჩვენებელი.

თუმცა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, თამაშის დროს ყველაზე მეტს... არბიტრი დარბის, რომლის საშუალო მაჩვენებელიც ევროპაში 13-14 კილომეტრია, ხოლო ლაინსმენების - 8-9 კილომეტრი.

რა ტემპში იფარება მანძილი
ცხადია, საინტერესოა, რაში ჩამოვრჩებით ევროპელებს ყველაზე მეტად. პირველი - საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები ჯამურად 105-109 კილომეტრს ფარავენ. საქართველოში ეს მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამდენად, სწორედ ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, რომ ევროპელებს გუნდური კილომეტრაჟისა და სპრინტების რაოდენობაში შევედაროთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონატში ეს მაჩვენებელი ტოპლიგებისას ჩამოუვარდება. განსხვავება იმაშია, რა ტემპში გარბიან ამ კილომეტრებს, რამდენ სპრინტერულ აჩქარებას ახორციელებენ და ასე შემდეგ. ასე მაგალითად, მოთამაშემ მაღალ სისწრაფეზე, შესაძლოა, მხოლოდ 1.5-1.9 კილომეტრი დაფაროს. საშუალოდ, ტოპგუნდების მოთამაშეები თამაშში ჯამურ 300-450-მდე აჩქარებას აკეთებენ.

რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში კარგი მაჩვენებელი უფიქსირდება, მაგრამ რაშიც გვიჭირს, ეს სპრინტებია და ამას ყველა აღიარებს: მხოლოდ სამი საუკეთესოს მაჩვენებელი გამოქვეყნდა და ვიცით, რომ პირველ ადგილზე "სამტრედიას" კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილია (67), ხოლო მეორეზე - "საბურთალოს" მცველი ნოდარ იაშვილი (65).

ისიც საინტერესოა, ეს სპრინტები რა სისწრაფეზე კეთდება. საშუალოდ, ევროპულ ტოპკლუბებში ეს მაჩვენებლები 21 კმ/სთ-დან 25 კმ/სთ-მდე მერყეობს.

რთული ამოცანა
ევროპული ტოპკლუბები მაჩვენებლებს წლიდან წლამდე აუმჯობესებენ. ჩვენ მათ არსებულ მონაცემებშიც ჩამოვრჩებით და, ცხადია, ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო რთული დასაძლევი იქნება, თუკი ისინი კიდევ უფრო წინ წავლენ.

არადა, ეროვნული ლიგის მატჩებში საშუალოგუნდური მაჩვენებელი 9 კილომეტრიც რომ გამოვიდეს, ეს ჩვენს სტადიონებზე თამაშის ტემპს გაზრდის.

ამ საუკუნის დასაწყისში სარეკორდო საშუალო მაჩვენებლები ზინედინ ზიდანსა და ლუიშ ფიგუს ჰქონდათ, რომელთაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებში, საშუალოდ, 11.2 კილომეტრი ირბინეს.

ბოლო წლებში (2016) კი რეკორდი "ბორნმუთის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანიელ გოსლინგმა დაამყარა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში საშუალოდ 11.92 კილომეტრს ფარავდა. 11-11.5 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს ბრაზილიელი დანი ალვეშისა და ესპანელი ჩავის მაჩვენებლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
Zura! პერიოდულად მენდობიან და სწრაფ შედეგსაც აფიქსირებენ, მაგრამ მაინც ვერ იჯერებენ, რომ შედეგი ჩემმა მეთოდმა დააფიქსირა. თუმცა ვერც იმას განმარტავენ თუ შედეგი საიდან მოვიდა.
გუჯა კახაძე
12:00 02-10-2017
0
10000% ნათქვამია --- შემტევს, რომელიც დაცვას არ ეხმარება და ბევრს არ მოძრაობს, თანამედროვე ფეხბურთში აღარ სწყალობენ.

ამიტომაც ზივზივაძემ მას მერე რაც ჩავიდა დანიაში 1 ბურთიც ვერ გაიტანა,მასზე მთელი სამტრედია მუშაობდა, თვით არაბულიც კი მასზე მუშაობდა, როგორც კი ეს მოაცილეს, ადამიანმა ვერაფერს ვერ მოერგო. ეს ზივიზვაძის ბრალი არაა, ეს მწვრთნელის ტაქტიკის ბრალია რამაც საბოლოოდ კარიერა გაუფუჭა ბიჭს.
Guadua
11:29 02-10-2017
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
11
6
4
1
14
22
11
5
5
1
10
20
11
2
8
1
3
14
11
3
3
5
-7
12
11
0
5
6
-12
5
11
1
2
8
-18
5