ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: წითელი ბარათი, სასწრაფო დახმარება მოედანზე და გამარჯვებული "ტორპედო"

AutoSharing Option
30 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დღევანდელ თამაშს ორივე კლუბისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიციები აქვს და "საბურთალოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ზონაში სურს მოხვედრა.

მასპინძლებმა თამაშის დაწყებისთანვე მოიპოვა უპირატესობა და სტუმრებს აქტიურად უტევდნენ. ერთ ესეთ შეტევას მე-11 წუთზე ლევან კუტალიას გოლი მოჰყვა, რომელსაც საგოლე გადაცემა გრიგოლ დოლიძემ გაუკეთა.

თამაშის მეორე ნახევარის დაწყებიდან, მალევე ცოტნე ნადირაიამ წითელი ბარათი მიიღო და "საბურთალო"
კაცნაკლული დატოვა. ამას დაემატა თბილისელებისთვის ისიც, რომ გუგა ფალავანდიშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი, სახეში მოხვდა ვლადიმერ მამუჩაშვილს და გონება დააკარგვინა. რის შემდეგაც მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა და გია ჭიაბრიშვილმა მამუჩაშვილის ნაცვლად, გიორგი კოხრეიძე გამოიყვანა.

ცოტა ხნის შემდეგ "ტორპედომ" პენალტი მოიპოვა და გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია. საბოლოო ჯამში კი მატჩი 2:0 დასრულდა ქუთაისელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით "ტორპედო" მე-2 ადგილზეა 55 ქულით და პირველ ადგილოსან თბილისის "დინამოსთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. "საბურთალო" მე-5 ადგილზეა 43 ქულით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ შეიძლება ჩამოართვათ ისევ გუნდი და გადასცეთ მუნიციპალიტეტს? მაშინ იფრო დროზე ჰქონდათ ბიჭებს ხელფასი. საერთოდ რატომ მოდიოდა თუ იცის თვითონ მაინც. თუ ეგონა ფედერაციის ფულით გავიდოდა ფონს. თუ არ აინტერესებს საიდანაც მოვიდა გაუშვით იქით და დააკისრეთ ჯარიმები
gaga
02 ოქტომბერი 2017 09:39
0
ჩაჩავას საერთოდ თუ ანტერესებს გუნდი ან რის გაკეთებას აპირებს გამოვიდეს და გვითხრას ფანებს მაგრამ თავისთვისაა არ მგონი კლუბი ისეთი გახდეს როგორც მან თქვა რა იქნება შემდეგ სეზონებში ისიც საინტერესოა
Rioni
01 ოქტომბერი 2017 13:18
0
Is baqia prezidenti sad wavida chempioni ro xdeboda da ro aayvavebda torpedos.. Eset uvic xalxze arc unda gaiyidos klubi.. Groshebi ver daariga samarcxvinod.. Sircxvilo... Sportalzea erti interviu mag kactan dzalian sainteresoa
Dudu
01 ოქტომბერი 2017 02:15
0
Uxelpasod motamashe torpedo mgoni chempioni gaxdeba.. Vai sircxvilo saqartvelo ra problemebi arsebobs.. 10 kinkila gundi plus samarcxvino xelpasebi da masacc ver ixdian.. Mere Kide ver tamashobeno.. Ras gitamashebs kacs ojaxi hyavs gamosakvebi da arbenieb upulod.. Exla kide ar tqvat ar ekutvnito. Mashin gaauqme saertod chempionati da daisvenebs yvela
Vato
01 ოქტომბერი 2017 02:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული