საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.

ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე - მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის
გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შოთას სული იმ ქვეყნად.
gizog
15:04 03-10-2017
0
31 წლის ბიჭი თან!ჯერ რა დროს სიკვდილი იყო :(
MISHO
10:03 02-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული