19:59 13-10-2017
ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით, საშუალო ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ შექმნილა და გოლიც არ გასულა.
შესვენების შემდეგ საჩხერელთა ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა გიორგი ივანიშვილის გადაცემა მიიღო, შემოტრიალდა და კარიდან ოდნავ წინ გამოსულ ოთარ მიგინეიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.
ამის შემდეგ თამაში გამოცოცხლდა, სამტრედიელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს და მალე ნიგერიელმა თავდამსხმელმა მაიკლ ოლაიტანმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
89-ე წუთზე კი იერიშში ჩართულმა გიორგი მჭედლიშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა ბოსნიელი" მეკარის დინო ჰამზიჩის კარი და "სამტრედიას" 3 ქულა მოუპოვა.
ამ გამარჯვებით, "სამტრედია" მე-2 ადილზე მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" გაუთანაბრდა (ჯერჯერობით ორივე გუნდს 55-55 ქულა აქვს), რომელიც ხვალ ქობულეთის "შუქურას" მასპინძლობს, "ჩიხურა" კი 40 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
SPORTALL.GE-ს
იმედია გაუშვებთ ამ კომენტარს. ისე რამდენჯერ გავეცი პასუხი jangos და guaduas არასდროს არ გაუშვით, მაგათ ალანძღინებთ სამტრედიის ხელმძღვანელობას და სხვას არ აძლევთ უფლებას პასუხი გასცეს ეს არასწორია, ნუ მაფიქრებინებთ რომ თქვენც ხართ ამ ლანძღვაში ჩართული.
უთხარ მაგ ხელმძღვანელობას, უკან დაუბრუნონ იურიდიულად კლუბი მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტი კი მას ღია საერთაშორისო ტენდერზე გაყიდის,მოვა პატიოსანი, მართლა ფულიანი მყიდველი, რომელიც ამბიციურ და ნამდვილ ფეხბურთს მოიტანს სამტრედიაში და არა 2000 ლარად გაწვალებული ბიჭების ფეხბურთს. დღეისათვის კლუბი არც სახელმწიფოა და არც კერძო,მას არც სპონსორი ჰყავს და არც პარტნიორი,არც კერძო პატრონი,ის მხოლოდ ისევ ფონდის ან ბიუჯეტის ფულზე საზრდოობს.
აი ამიტომაც შენა ხარ უმსგავსო,ამ კლუბის ნომერ პირველი მტერი,შენს ინტერესებში არაა ახალი მეპატრონე,ახალი კადრები და ახალი აღმასვლა ჩვენი საყვარელი კლუბის,შენ მხოლოდ პირადი 200-300 ლარიანი წუნკალი ჩარჩული სულწაწყმედილი ინტერესებით არსებობ,ხარ მცირე და უგუნური კაცი, თორემ როგორ ეწინააღმდეგები კლუბის გაყიდვას და მის წინსვლას?
ადმინ შენიც მიკვირს რომ მესამეჯერ მიწევს ერთი და იგივე პოსტის დაწერა, რას ემსახურება შენი ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი?
სამტრედიელ ფეხბურთელებს დიდი მადლობა,ოქრო ბიჭები ხართ,რაც შეგიძლიათ აკეთებ.იცოდეთ თქვენ სხვა ხართ ხოლო მენეჯმენტი სხვა,კრიტიკაც მიირეთ და ქებაც,ვაი გულშემატკივრებს და ვითომ ფანებს ნუ უყურებთ.
მუდმივი რესპექტი თქვენ