ვიქტორ ოსიმენი: 100 მილიონ ევროზე მეტი ვღირვარ - ყველაფერ ამას ვიმსახურებ

AutoSharing Option
"გალათასარაის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა კლუბის ტელევიზიაში ისაუბრა:

"სტამბოლი არაჩვეულებრივი ქალაქია. ძალიან დიდია, არ ვიცოდი. ყველაზე მთავარია, გულშემატკივრები სტამბოლს დიადს ხდიან, რომელიც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის საუკეთესო ადგილია. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

"გალათასარაის" რამდენიმე მატჩს დრის მერტენსის გამო ვუყურე. მერტენსზე სალაპარაკოდ ბევრი დრო დამჭირდება, ჩვენ ერთად დიდი დრო გავატარეთ და ყოველთვის მოტივაციას მძენდა. ის და მისი ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

აქ პირველ მატჩში ძალიან ვღელავდი. როდესაც მოთელვაზე გავედი, გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში. მხარდაჭერა მამხნევებს. "ფენერბაჰჩესთან"
შეხვედრა - ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დერბია. რაც თამაშის დაწყების წინ ვნახე, არანორმალური იყო. წარმოუდგენელი დაძაბულობა სუფევდა. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, სამი ქულის მოპოვება გვსურდა.

იკარდის კარგა ხანია ვიცნობ. ამ კლუბის ერთ-ერთი ლეგენდაა და ვფიქრობ, მისგან რაღაცას ვისწავლი. მაუროს გოლები და საგოლე გადაცემები დაგვეხმარება. ისევე როგორც ბატშუაი. სამივე ერთად გუნდისთვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ.

მე 100 მილიონ ევროზე მეტი ვღირვარ, ვინაიდან მსოფლიოში ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემს სტილში თამაშობს და ჩემს მსგავს წარმატებას მიაღწია. ეს ეხება ჩემს უნარებს და რასაც ხარიასხიანად ვაკეთებ. ასე რომ, ამას ვიმსახურებ. ვიცი, რა წვლილი შემაქვს გამარჯვებაში და რა შემიძლია გავაკეთო, თუნდაც პირად ცხოვრებაში. ხალხი სხვანაირად ფიქრობს? ზოგი 15 მილიონად მაფასებს, ზოგი 100-120-150 მილიონად. ყველას თავისი აზრი გააჩნია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
სად იბადებით ასეთები ყველაფერი ქართული რო გძულთ. სახელმწიფოს ადგილზე რო ვიყო თქვენისთანებს არც სამსახურს მივცემდი არც რაიმე შეღავათს და მითუმეტეს არც პენსიას. არც თქვენ მშობლებს მივცემდი პენსიას თქვენისთანა შვილების გაზრდისთვის.
ქართველი
07:59 03-10-2024
0
მართალია ვიქტორი. შენი თავი შენ თუ არ დააფასე, არავინ დაგაფასებს. თუ მაგარი ხარ და ამას ამბობ ამაში არაფერია ცუდი. აი როცა 0 ხარ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ესაა ცუდი. მაგალითად როგორც კასანოს. რონალდომ ფეხბურთის თამაში არ იცისო) ))
დავით 67
02:45 02-10-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული