'სრული იდიოტიზმი!' - ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

AutoSharing Option
მარკო ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გუნდში ცუდი ფეხბურთელების მიყვანის გამო გააკრიტიკა. 

"იმათი ახალი მოთამაშე ვნახე - უგარტე თუ ვიღაც ასეთი. თურმე 50 მილიონი გადაუხდიათ! მაშინ გავიფიქრე, "ეს როგორ შეიძლება?!"

მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ ტენ ჰაგს ასეთი ექვსი თუ შვიდი ტრანსფერი აქვს გაკეთებული. ეს, უბრალოდ, იდიოტიზმია, მეტი არაფერი - რამდენი ფული დახარჯა ცუდ ფეხბურთელებში. 

დაცვა? ასევე საშუალო დონის ფეხბურთელები. რაშფორდს გოლის გატანა აღარ შეუძლია. ფერნანდეში კარგი მოთამაშეა, ონანაც - კარგი მეკარე. გუნდში სხვა არავინ
ჰყავთ, ვისზეც ვიტყოდით, რომ "ძლიერი ფეხბურთელები არიან".

კაზემირო უკვე წარსულია, მხოლოდ სახელი დარჩა. გარნაჩო ნიჭიერი ბიჭია, თუმცა მნიშვნელოვანი მოთამაშე- არა. ამ გუნდში ვერავის ვპოულობ, რომ მომეწონოს," - თქვა "ოქროს ბურთის" ლაურეატმა ვეტერანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული