ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "სამტრედიამ" "ჩიხურას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXIX ტურში "ჩიხურამ" "სამტრედიას" თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 1:2 წააგო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით, საშუალო ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ შექმნილა და გოლიც არ გასულა.

შესვენების შემდეგ საჩხერელთა ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა გიორგი ივანიშვილის გადაცემა მიიღო, შემოტრიალდა და კარიდან ოდნავ წინ გამოსულ ოთარ მიგინეიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

ამის შემდეგ თამაში გამოცოცხლდა, სამტრედიელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს და მალე ნიგერიელმა თავდამსხმელმა მაიკლ ოლაიტანმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

89-ე წუთზე კი იერიშში ჩართულმა გიორგი მჭედლიშვილმა
შორიდან ლამაზი დარტყმით დალაშქრა ბოსნიელი" მეკარის დინო ჰამზიჩის კარი და "სამტრედიას" 3 ქულა მოუპოვა.

ამ გამარჯვებით, "სამტრედია" მე-2 ადილზე მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" გაუთანაბრდა (ჯერჯერობით ორივე გუნდს 55-55 ქულა აქვს), რომელიც ხვალ ქობულეთის "შუქურას" მასპინძლობს, "ჩიხურა" კი 40 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანგო უსინდისო შენ ხარ რა ბოღმა გაქვს სამტრედიის მენეჯმენტის მაინტერესებს, სამსახურიდან გაგიშვა რომელიმე ხელმძღვანელმა და ამ კომენტარებით უხდი სამაგიეროს თუ რა გინდა? მენეჯმენტი რომ არა სამტრედია თავისით მიაღწევდა წარმატებებს? სანამ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდოდა სად იყო სამტრედია? მაგრამ ბოღმა ბოღმაა შენი გამოსწორება არ იქნება აკრიტიკე რამდენიც გინდა შენ დარჩები დამალული ბოღმიანი კომენტარების უკან სამტრედია კი წავა წინ ახალი წარმატებებისთვის და გაგისკდეს მერე გული.

SPORTALL.GE-ს
იმედია გაუშვებთ ამ კომენტარს. ისე რამდენჯერ გავეცი პასუხი jangos და guaduas არასდროს არ გაუშვით, მაგათ ალანძღინებთ სამტრედიის ხელმძღვანელობას და სხვას არ აძლევთ უფლებას პასუხი გასცეს ეს არასწორია, ნუ მაფიქრებინებთ რომ თქვენც ხართ ამ ლანძღვაში ჩართული.
jangos
09:24 16-10-2017
2
ჩვენი კლუბის უმსგავსო ფეისბუქ გვერდმა კიდევ ერთხელ შეგვარცხვინა,მატჩის გოლების მიმოხილვა გააკეთა ჩიხურას გოლის გარეშე. ასე უსინდისოდ როგორ უნდა მოიქცე ადამიანი?კლუბის მესვეურებს საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი,შემსრულებელები კი საერთოდ დეკვალიფიცირებული და უპასუხისმგელო ჰყავთ. თუნდაც 1 შემთხვევა მანახეთ რომ რომელიმე კლუბს ასე გაეკეთებინოს ,მითუმეტეს ჩიხურას სამტრედიას მიმართ?
ადმინ შენიც მიკვირს რომ მესამეჯერ მიწევს ერთი და იგივე პოსტის დაწერა, რას ემსახურება შენი ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი?
სამტრედიელ ფეხბურთელებს დიდი მადლობა,ოქრო ბიჭები ხართ,რაც შეგიძლიათ აკეთებ.იცოდეთ თქვენ სხვა ხართ ხოლო მენეჯმენტი სხვა,კრიტიკაც მიირეთ და ქებაც,ვაი გულშემატკივრებს და ვითომ ფანებს ნუ უყურებთ.
მუდმივი რესპექტი თქვენ
Jango
14:54 14-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული