ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "ტორპედომ“ "შუქურა“ ადვილად დაამარცხა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXIX ტურში ქუთაისში "ტორპედომ“ ქობულეთის "შუქურას“ უმასპინძლა.

პირველი ნახევარი საათი მეტნაკლებად თანაბარი თამაში იყო, შემდეგ ლევან კუტალიამ მასპინძლები დააწინაურა და მისი გუნდი დიდ უპირატესობასაც დაეუფლა. მეორე ტაიმში ჯერ კუტალიამ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, მერე გიორგი ქომაძემ ანგარიში 3:0 გახადა და მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოს“ გამარჯვება გარანტირებული ქონდა, თავსხმა წვიმაში მაინც უტევდა.

მასპინძლებმა რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 85-ე წუთზე კი საკუთარ კარში მიიღეს გოლი - თავი დავით ჩაგელიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

ასე და
ამგვარად, ქუთაისელებმა 3:1 გაიმარჯვეს და ლიდერს თბილისის "დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო აუტსაიდერმა "შუქურამ“ კიდევ უფრო გაირთულა თავისი მდგომარეობა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველაზე უფრო ფეხბურთი უყვარს აჭარის ტელევიზიას, კოლექტივს დიდი მადლობა ქუთაისლებიდან!
გივი ქუთაისელი
12:49 17-10-2017
0
ჩემი აზრით ლოკომოტივმა არ აბრძოლა.ეს წაგება გუნდს ძვირად დაუჯდება!
ქუთაისელი-2
12:33 17-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული