პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მიხეილ სარდალიშვილს ორჯერ არ დაანება კარის აღება გიორგი სომხიშვილმა. შესვენების წინ კი უკვე მასპინძლებს ქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, როდესაც პირისპირ გასული კობა შალამბერიძის დარტყმული ბურთი ზურაბ მწყერაშვილმა მოიგერია.
მეორე ტაიმში ინიციატივას ზღვისპირელები დაეუფლნენ, უტევდნენ კიდეც, თუმცა ვერ გაიტანეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კონტრშეტევაზე გიორგი ივანიშვილის პასით სარდალიშვილმა დალაშქრა სომხიშვილის კარი - 0:1.
"ჩიხურა“ 43