12:20 20-10-2017
კოლხეთი-ტორპედო 1:2 - ...ასე დაბრუნდა ფოთში ფეხბურთი [VIDEO]
AutoSharing Option
ტრადიციული მეტოქეები ამ დროისთვის სხვადასხვა მიზნისთვის იბრძვიან. ქუთათურებს ჩემპიონობა სურთ, "კოლხეთის" ერთადერთი საზრუნავი კი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.
ფოთელებს დაუბრუნდათ უკრაინელ-ბელგიელი დამრიგებელი ალექსანდრ შტელინი, ვინც წინა ტურში გაწყრა და ზღვისპირელებს "საბურთალოსთან" შეხვედრაში არ გაუძღვა. ასევე გვენიშნა ცვლილებები მასპინძელთა დაცვის ხაზში...
ბრძოლა გვარიანი გამოვიდა. "ტორპედოს" თითქოს იოლად უნდა მოეგო, მაგრამ... არაფერი ამის მსგავსი! ის კი არა, ფოთელებს საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, ანგარიში, შეიძლებოდა, სხვა ყოფილიყო.
საშინაო ასპარეზი მაინც სხვა ფენომენია: "კოლხეთი" ბოლომდე თამაშობდა, ანგარიში გაათანაბრა კიდეც, თუმცა მაინც გაუშვა 11-მეტრიანის ნიშნულიდან. სულ ბოლოს ფოთელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა სამართლიანად გააუქმა გიორგი ბუხაიძის გოლი.
"ტორპედომ" კი ურთულესი მატჩი მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდი აგრძელებს საჩემპიონო მარულაში მონაწილეობას. გუშინ "ტორპედოს" საუკეთესოდ არ უთამაშია, მაგრამ 3 ქულისთვის ასეთი თამაშიც საკმარისი გამოდგა. თან გამარჯვებულებს ხომ არ ასამართლებენ?!
მატჩის სტენოგრამა
6" - თორნიკე კაპანაძის მიერ ახლოდან დარტყმული კოკა სეფიაშვილმა მოიგერია.
12" - გოლი! "ტორპედოს" შესანიშნავი კომბინაცია. ლაშა კუჭუხიძემ ერთი შეხებით უპასა კაპანაძეს და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით შეაგდო - 0:1.
13" - გიორგი კუხიანიძის კარგი პასის შემდეგ ლევან კუტალიას გატანამდე ცოტა დააკლდა.
19" - ჯერ გიორგი ბუხაიძემ ვერ "ჩაკეტა" შეტევა, მერე კი ჯონ მაჩარიამ ვერ დაამწუხრა "ტორპედო".
27" - გიორგი ბუხაიძის ჯარიმის შემდეგ ბურთი ზემოდან გადასცდა ქუთაისელთა კარს.
27" - ქუთაისელები თერთმეტმეტრიანს ითხოვენ, მაგრამ არბიტრი არ ეთანხმება მათ.
37" - მეკარესთან პირისპირ გასულმა იგორ ბროვკომ, კარში დარტყმის ნაცვლად, პასი გააკეთა.
58" - გოლი! გიორგი ჯანელიძემ ლამის დაკარგული ბურთი შეინარჩუნა და ბოლქვაძესთან გათამაშებული კედლის შემდეგ ტექნიკური დარტყმით შეაგდო - 1:1.
61" - კუხიანიძის დარტყმის შემდეგ სეფიაშვილი ბურთს ხელებში აფიქსირებს.
64" - ბოლქვაძის დარტყმა. რიკოშეტი. "ტორპედო" ძელმა გადაარჩინა. ბუხაიძემ დამატებაზე ითამაშა, მაგრამ ბურთი კარში ვერ გაგზავნა.
73" - ტუღუშის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ "კოლხეთი" გოლისგან სეფიაშვილმა იხსნა.
77" - გოლი! თერთმეტმეტრიანი გიორგი კუხიანიძემ პანენკას სტილში შეასრულა - 1:2.
90" - თამაზ ჟიშკარიანის დარტყმას სიზუსტე დააკლდა.
90" - წესების დარღვევის გამო არბიტრმა ბუხაიძის გოლი გააუქმა.
19.10. ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-ტორპედო 1:2
0:1 კაპანაძე (12), 1:1 ჯანელიძე (58), 1:2 კუხიანიძე (77-პენ)
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, გურეშიძე, გოგონაია, ჟიშკარიანი - ნონდი, ბოლქვაძე (86. ბახია) - ბროვკო, ჯანელიძე, მაჩარია - ბუხაიძე.
სათადარიგოები: შერმადინი, კაკულია, ნოდია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - დოლიძე (62. კორობკა), ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კუტალია (53. ტუღუში) - კუჭუხიძე, კაპანაძე (80. მამასახლისი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ბაბუნაშვილი, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (59), ტუღუში (69), ნონდი (71), ბოლქვაძე (75)
გაძევება: ტუღუში (83), კუჭუხიძე (85)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამომაც მოიგო სპეკტაკლიტ მარა ყველა მასე არ დაუწვება დინამოს ჰვენ ტუ ვიგებტ ვბაჯკაცურად ვიგებტ არავის დახმარებიტ რეჯისორი ვინ იყო გუსჰინდელი დილა დინამოს სპეკტაკლის ნობელიოს პრემიაზე გაიყვანე კობიასჰვილო
1
1
ამ უვარგის მოედანზე ყველა გუნდს გაუჭირდება თამაში!
1
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული