ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ჩვენ შემოგთავაზეთ the sun-ის სტატისტიკა, რომლის ვერსიითაც ალვარო მორატა იყო, ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი თავისი კლუბისთვის.

- ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის პრემიერლიგაში

როგორი სტატისტიკაა საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელი კლუბისთვის. ამას ჩვენი სტატისტიკიდან იხილავთ.

რეიტინგში პირველ ადგილს, ეროვნული ლიგის მთავარი მეგოლე ირაკლი სიხარულიძე იკავებს, რომელმაც "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 24 გოლი გაიტანა. სტატისტიკურად მას 110 წუთში ერთხელ გააქვს და კლუბის გოლების 44% მის ანგარიშზეა.

მეორე ადგილზე, 34 წლის ვეტერანი და საჩხერის "ჩიხურას" ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილია. მის ანგარიშზე
მიმდინარე სეზონში 13 გოლია, რაც კლუბის გოლების 36%-ია და მას 158 წუთში ერთხელ გააქვს.

მესამე პოზიციაზე უკრაინელი ლეგიონერი იაროსლავ კვასოვია, რომელიც ბათუმის "დინამოში" თამაშობს. კვასოვს 8 გოლი აქვს გატანილი, რაც კლუბის გოლების 32%-ია და ის 293 წუთში ერთხელ ხდება გოლის ავტორი.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავაში მყოფ დანარჩენ ფეხბურთელებს, სტატისტიკა ესეთია:

გიორგი კუხიანიძე "ტორპედო"- 10 გოლი, 243 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და კლუბის გოლების 21% მისი გატანილია.

მამია გავაშელიშვილი "ლოკომოტივი"- 10 გოლი, 86 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და კლუბის გოლების 20% მისი გატანილია.

ლაშა შინდაგორიძე "საბურთლო" - 9 გოლი, 263 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და კლუბის გოლების 17,6% მისი გატანილია.

ბექა მიქელთაძე თბილისის "დინამო"- 12 გოლი, 205 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და კლუბის გოლების 17% მისი გატანილია
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ისევ ცენზურა, ისე უპასუხისმგებლობა.ისევ სტატიის ავტორი მოდერატორები.
Jango
10:57 23-10-2017
0
ეროვნულ ლიგა 2ზე რატომ არაფერს არ იძახით რა არის რა?თან ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს
მიშა
11:14 22-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული