მატჩის დებიუტში მასპინძელთა კაპიტანმა შონიამ ისარგებლა მცველების შეცდომით და რიკოშეტით ანგარიში გახსნა, მე-16 წუთზე კი გაბედავამ საპასუხო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, შონიამ ბურთი ხარიხას გაარტყა, თევდორაძისა და მარცვალაძის დარტყმული ბურთები მეკარე მწყერაშვილმა მოიგერია, კონტრშეტევაზე კი სარდალიშვილმა ანგარიში 1:2 გახადა.
დარჩენილ 20 წუთში ბათუმელები ბევრს კი ეცადნენ ქულის გადარჩენას, მაგრამ მომენტები ვეღარ შექმნეს და კინაღამ
ასე და ამგვარად, „ჩიხურა“ ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 32 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.
„დინამო“:ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბორის მახარაძე (86. გიორგი ქავთარაძე), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი, ჯოვინო ფლამარიონი (75. თემურ ჩოგაძე), ოთარ მარცვალაძე (75. ნიკა კვალტალიანი)
„ჩიხურა“:ზურაბ მწყერაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი (74. დენის დობროვოლსკი), გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი (84. ირაკლი ლექვთაძე), ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია, თორნიკე გორგიაშვილი (81. ბაჩანა ცხადაძე)
გოლები: თეიმურაზ შონია, 4 (1:0), გიორგი გაბედავა, 16 (1:1), მიშიკო სარდალიშვილი, 70 (1:2)
გაფრთხილება: მიშიკო სარდალიშვილი 15, შოთა კაშია 25, ჯოვინო ფლამარიონი 52, დიმიტრი ტატანაშვილი, 89