ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სამტრედია“ სახლში "საბურთალოსთან“ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXII ტურში "სამტრედიამ“ თბილისის "საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:2 წააგო.

პირველი ტაიმი საინტერესოდ, ორმხრივ შეტევებში წარიმართა. ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. აქტიურმა ხარაიშვილმა ისარგებლა ცენტრალური მცველების შეცდომით და სტურუას კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტურუამ ხარაიშვილის თავური დარტყმა მოიგერია, მაგრამ 65-ე წუთზე იმავე ხარაიშვილმა მაინც მოახერხა დუბლის შესრულება. დარჩენილ დროშიც ძალიან უგერგილოდ უტევდნენ მასპინძლები, რომლებმაც წინა ტურში თბილისში "დინამოს“ სძლიეს და ლოგიკურად დამარცხდნენ.

მოკლედ, "სამტრედია“ 61 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, "საბურთალო“ კი 53-ით მეოთხეზე.

"სამტრედია“: სტურუა, კასრაძე (81.
სამუშია), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, გიი, ოლაიტანი

"საბურთალო“:
კუპატაძე, იაშვილი (86. ჩაბრაძე), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ცნობილაძე, ტერა (90+2. ნადარაია), კოხრეიძე, მუეცი (67. ვოლკოვი)

გოლები: ხარაიშვილი, 28 (0:1), ხარაიშვილი, 65 (0:2)

გაფრთხილება:
გიი (26), იაშვილი (68)
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან დამღლელი ჩემპიონატია. არ არიან ჩვენი გუნდები მიჩვეულნი ასეთ დატვირთვას. საქმე უკვე ფიზიკურ გამძლეობაზეა მისული; ვინც უკეთესად არის მომზადებული, ის "ქაჩავს"; ანუ, იმის თქმა მსურს, რომ "საბურთალომ" ბრჭყალები გამოაჩინა და ორი ლიდერი უშანსოდ დაამარცხა. არ ვიცი იმ 4 შეხვედრას როგორ ჩაატარებს, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ეს კოლექტივი სწრაფად მიიწევს წინ და მომავალი წლისთვის ერთერთი ფავორიტი იქნება. ჰო, "დინამომ" კი ისევ მოიგო და თუ ორი მომდევნო შეხვედრაც "დაიჭირა", ჩემპიონობას მოიპოვებს. მომდევნო შეხვედრაში "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება "სამტრედიასთან", რადგან ეს მატჩი იქნება სამტრედიელებისთვის ბოლო შანსი და არა მგონია თავი დაზოგონ.
levani kaxeti
28 ოქტომბერი 2017 23:18
0
საბურთალო ამ ბოლოდროს მაგარ ფორმაშია
Kaxa
28 ოქტომბერი 2017 22:18
0
წადი შენ გზაზე უჩა ბიძიკო!. ხო ხედავ, რომ არ გყოფნის კლასი და სამწვრთნელო კვალიფიკაცია ამბიციური გუნდის გასაწვრთნელად, ხოდა სანამ უკანასკნელი სიტყვებით მოგიხსენიებენ და გინებით ამოგიტრიალებენ ყველაფერს წადი. დღეს გუნდმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე უსახური ფეხბურთი ითამაშა თორემ წაგებით ყველა აგებს.
uchas
28 ოქტომბერი 2017 21:57
0
ომარა არა იყო,ბალდე არ იყო (მგონი ის საერთოდ მიდის) ნდონგი არ ვარგა და მხოლოდ 1 გატანილი ბურთით სამტრედიაში არაა მისი ადგილი(სჯობს ახლავე იცოდეს რომ მიდის,მაინც დიდ ხელფასს ითხოვს), მჭედლო არ იყო,მანჯგალაძეს ადგილი უცვალეს,ახალაძეს უჭირს დაცვაში ნდონგისა და კასრაძის კამპანიაში. რაჟამაშვილს დიდხანს უჩერდება ბურთი კომპანიონების არეულობის გამო,საბანაძემ გი-ოლაიტანის დუბლის გამოჩენით კიდევ უფრო უკლო თავის შანსებს (უფრო სწორად საშუალება არ ეძლევა,სხვადასხვა სტილებია და იმიტომ)
უჩამ მინდორზე ნაპახმელიო კლუბი გამოიყვანა.
იმედია რომ ბოლოჯერ გააკეთა ეს სრულყოფილი იდიოტიზმი უჩამ.

ისე კი დილიდან არსებობდა ეჭვი რომ დღეს სამივე ლიდერი წააგებს ამ ტურის მატჩებს, ვნახოთ რამდენად გამართლდება.
Jango
28 ოქტომბერი 2017 19:20
0
dges arc samtredias da arc saburtalos fexburti arutamashiat,saertod raqvia aset spektakls arvici ra.da pirvelad vnaxe roca gundi mnishvnelovan tamash agebs (magram aramgonia samtredias saertod mogeba ndomoda) da mwvrtneli cvlilebebs araketebdes...
romandro
28 ოქტომბერი 2017 19:08
0
გასვლაზე რომ მოიგო სამტრედიამ დინამოსთან მაშინ ხოკაი უჩა იყო?
გიორგი777
28 ოქტომბერი 2017 18:46
0
გუნდი გუნდს აგარ გავს
ucha dges mtelma samtrediam gagina
28 ოქტომბერი 2017 18:13
2
ucha dges mtelma samtrediam gagina

ვისაც დღეს სამტრედიელებისაგან არ უგინებია უჩა,ყველამ გაგინოს შენ დღეიდან მანამდის სანამ ცოხალი ხარ
arakac usaxelos
28 ოქტომბერი 2017 21:58
0
rasagavs samtrediis tamashi saertod treneri yavs samtredias?
zezva
28 ოქტომბერი 2017 17:28
0
gagivarda bolo wamze dinamostan da sachxerestan. razgavs samtrediis tamashi naxe chanaweri. wadi shen droa droze damijere. da mekares treneri yavs saertod?
ucha arici shen pexburti
28 ოქტომბერი 2017 17:27
1

სიახლეები პოპულარული