18 ნოემბერს "თენგიზ ბურჯანაძეზე", "ლოკომოტივთან" გორელთა კალენდარული მატჩის წინ ირაკლი მოდებაძე საზეიმოდ გააცილეს "დილას" მესვეურებმა და გულშემატკივრებმა. გასულ ტურში ფოთის "კოლხეთთან" ირაკლიმ "დილას" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა. სწორედ ამის ნიშნად მოდებაძეს სიმბოლურად "დილას" 100 ნომრიანი მაისურა გადაეცა.
მოდებაძეს საქართველოს
"მთელი ცხოვრება როდესაც ერთ საქმეს ემსახურები რასაკვირველია ადვილი არ არის გადაწყვეტილება მიიღო დასრულებაზე, მაგრამ ეს პერიოდი ყველას ცხოვრებაში მოდის და ცხადია ვერც მე ავუვლიდი გვერდს.
მე დიდი მადლობელი ვარ ჩემი კლუბის, გულშემატკივრების, ყველასი ვინც გვერდით მიდგა. მოპოვებული მაქვს რამდენიმე ძვირფასი ტიტული, რომელთაგან ახლა რომელიმეს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა მათგანი დიდი შრომის ნაყოფია და არ მინდა რომელიმეს გამოყოფით სხვა დროის მიღწევა დავაკნინო.
ჩემი კარიერიდან მხოლოდ ტრავმებს თუ ამოვიღებდი, თორემ სხვას არაფერს შევცვლიდი არც დღევანდელი გადასახედიდან" - გვითხრა ირაკლი მოდებაძემ.
LELO.GE