დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელსაც ჩემპიონი უნდა გამოევლინა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.

ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.

გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 111 /
ფეხბურთელებს მაინც რომ რამე შეგნება ჰქონოდათ, მათ წინ დაყრილი პლასტმასის ნამტვრევების და ნაგვის აკეფას დაიწყებდნენ და ამით ეტყოდნენ მათ შეუგნებელ ფანებს, რომ ასეთი რამე არ შეიძლება.
odala
12:11 27-11-2017
1
ასეთი გულშემატკივრებით რისი მიღწევის პერსპექტივა უნდა ქონდეს ტორპედოს მე პირადად არ ვიცი, მითუმეტეს ევროტურნირებზე - აქ რაც ჩანს აბსოლიტური მარაზმია. გულშემატკივრობის არანაირი კულტურა! ასეთი ხალხი არცხვენს ტორპედოს უძველეს გულშემატკივართა ტრადიციას, რითაც მუდამ გამოირჩეოდნენ ქუთაისელი ფეხბურთის მოყვარულები. სამწუხაროა....
ტორპედოს წარმატებები, იმსახურებდა ჩემპიონობას.
ანესთეზეოლოგი
12:15 27-11-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული