"თბილისის "დინამოს" მხოლოდ ქულა სჭირდებოდა, რათა საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყო. ის საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოს უპირისპირდებოდა, რომელიც მეორე ადგილზე იყო.
სცენარი ერთნაირად ვითარდებოდა, სანამ 74-ე წუთზე კაპანაძემ არ დააწინაურა ქუთაისური გუნდი. "დინამოს" კი გოლი უნდოდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.
96-ე წუთზე კი თბილისელებს ამის შანსი მიეცათ, რადგან მსაჯმა პენალტი დანიშნა. კიტეიშვილის დარტყმული კი როინ კვასხვაძემ მოიგერია და "ტორპედო" 15 წლის შემდეგ კვლავ ჩემპიონი გახდა.
ეს ისტორია ძალიან ჰგავს 1994 წლის ესპანეთის პირველი ლიგის ბოლო