ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა

AutoSharing Option
29 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა.

"თელავმა" საკუთარ "გივი ჩოხელზე" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა თელაველთა სრული უპირატესობით წარიმართა და რიგ ეპიზოდებში მათ თავდამსხმელს, გიორგი ნიქაბაძეს ზუსტად რომ ემოქმედა, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძლებმა პირველი გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს. გიორგი ხარებაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმოს მიუახლოვდა და საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა. გოლის შემდეგ "თელავმა" კონცენტრაცია დაკარგა და ამისთვის მალევე დაისაჯა. 61-ე
წუთზე მაგლოირ ტელამ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა თელაველთა შეტევებით გაგრძელდა და მატჩის მიწურულს გიორგი დეკანოსიძის გუნდმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპრენსირებულ დროში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ნოზაძემ შეასრულა.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის "მეშახტე" თბილისის "ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, მე-40 წუთზე გოგი ფიფიას გამოზომილი გადაცემით იაგო დეისაძემ გაიტანა. შეხვედრა დინამოელთა შეტევებით გაგრძელდა და მეორე ტაიმის 64-ე წუთზე გიორგი მელქაძემ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის დარჩენილ დროში "ნორჩმა დინამომ" ანგარიში უპრობლემოდ შეინარჩუნა და განმეორებით შეხვედრას გუნდი კომფორტული უპირატესობით ხვდება.

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები 3 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ELIGA.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული