"დინამომ" რაღაც სწორად ვერ დაგეგმა... ჩემპიონატის დონემ აიწია! - ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. გასულ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თბილისის "საბურთალომ".

თბილისელები დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში "ტორპედოს" იმედად არიან, რადგან სწორედ ქუთაისელთა გამარჯვების შემთხვევაში გავლენ ევროტურნირებზე.

Sportall.ge "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- რას იტყოდით "საბურთალოს" განვლილ სეზონზე, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ გამოჰყოთ?
- "საბურთალომ" ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და რაც მაქსიმუმი შეგვეძლო, ის გავაკეთეთ.

უარყოფითი, რაც იყო, ის არის, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა მთელი სეზონის განმავლობაში და ამ
ვითარებაში ვიძახი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ, თორემ ყველა რომ ჯანმრთელად გვყოლოდა და ოპტიმალური შემადგენლობით ვყოფილიყავით, შეიძლებოდა სამეულში მოსახვედრად გვებრძოლა.

- როგორ ჩაიარა საქართველოს ჩემპიონატმა, აიწია თუ არა დონემ?
- საქართველოს ჩემპიონატი ახლა უფრო კარგი არის, ვიდრე იყო. ძალიან კარგი თამაშები ჩატარდა. ვფიქრობ, რომ გაამართლა და ყველაფრით, გაშუქებით, მსაჯებით, იყო ძალიან კარგი ჩემპიონატი.

თქვენ თავად ნახეთ, რომ ბოლო ტურამდე არავის გარკვეული არაფერი არ ჰქონდა და ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მაღალ დონეზე მიუთითებს.

- რას გეგმავს "საბურთალო" მომავალი სეზონისთვის, სად გაივლის კლუბი შეკრებას?
- ყველაფერი დავით ყიფიანის თასის ფინალზე არის დამოკიდებული. 2 რიცხვის შემდეგ გადავწყვეტთ. მაგალითად, თუ ევროპულ ასპარეზზე გავედით, რა თქმა უნდა, სელექციაც და შეკრებაც სხვანაირი იქნება. ასეთ შემთხვევაში შეკრებასთან ერთად რაღაც ტურნირში მინდა მონაწილეობის მიღება და რაც შეიძლება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა.

თუ ევროტურნირების გარეშე დავრჩით, ჩვეულებრივად, სტანდარტულად მოვემზადებით, როგორც გასულ წელს.

- როგორ ფიქრობთ, დამსახურებულად მოიპოვა თუ არა "ტორპედომ" ჩემპიონობა და რა დააკლდა "დინამოს" მოპოვებული ქულათა ჰანდიკაპის შესანარჩუნებლად?

- რა თქმა უნდა, "ტორპედოს" ჩემპიონობა დამსახურებული იყო. იმიტომ, რომ "დინამოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა, "ტორპედომ" იბრძოლა და ბოლო, გადამწყვეტი გასვლითი თამაში მოიგო.

რაც შეეხება "დინამოს", მათ სეზონის განმავლობაში ძლიერი ფეხბურთელები გაუშვეს. ვფიქრობ, რომ მათ რაღაც სწორად ვერ დაგეგმეს. როდესაც ამხელა უპირატესობა გაქვს და გქვია "დინამო", გმართებს, რომ ჰანდიკაპი შეინარჩუნო და გახდე ჩემპიონი.

- გიორგი არაბიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი უსამართლობა ხდება და ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
- არ ვიცი, გიორგი რას გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს შანსი თანაბრად ეძლევა. უბრალოდ, გიორგის, ალბათ, რაღაც კონკრეტულ მაგალითზე აქვს სათქმელი. საქართველოს ისეთი ფუფუნება არ აქვს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი გყავდეს და ის ვერ გამოჩნდეს. ამიტომ მე ვერ გეტყვით, ჯობს არაბიძემ დააკონკრეტოს. მე ვფიქრობ, რომ არავინ არ იჩაგრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩEმპიონატის დონემ აიწიაო :))) ამისთანა არაადეკვსტური მწვრთნელი რომ გეყოლება...
Odala
02:32 03-12-2017
0
"მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს შანსი თანაბრად ეძლევა".
რა დილეტანტივით ამბობ, მე გამიგია ასეთი ამბების შესახებ და შენ არა? თუ შენ რადგან პროფესიონალად ითვლები და ჩვენ უბრალოდ მოყვარულები ვართ ვერაფერს ვხვდებით?
გიორგი
17:31 30-11-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული