გიორგი დევდარიანი: კონტრაქტი აღარ გამიხანგრძლივეს, რატომ, მე თვითონ ვერ გავიგე

AutoSharing Option
29 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივის" ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდს გიორგი დევდარიანი აღარ გაწვრთნის. "რკინიგზელთა" ხელმძღვანელობამ 44 წლის სპეციალისტს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

ჩვენ დევდარიანს დავუკავშირდით და ამ თემაზე ვესაუბრეთ.

"კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გამიხანგრძლივეს. რატომ, მე თითონაც ვერ გავიგე. რამდენიმე დღის წინ სულ სხვა თემებზე ვილაპარაკეთ და სულ სხვა თემა იყო ჩვენი შეხვედრის საბაბი.

ახალი გადახდის სისტემაზე უნდა გადასულიყო გუნდი და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ მომხდარიყო. ახალი სისტემა გულისხმობდა, რომ ხელფასი უნდა შემცირებულიყო და პრემია კი გაზრდილ
იყო, რაც თავისთავად მოტივაციას გაზრდიდა.

მიზანი იყო, რომ სამეულში შევსულიყავით. მე დავინტერესდი, თუ რა ბირთვით მომიწევდა ბრძოლა. მაგალითად, "დინამოს" ზურგს აკადემია უმაგრებს, "სამტრედიას" და "ტორპედოსაც" კარგი შემადგენლობები ჰყავთ და ყოველ წელს ძლიერდებიან...

საბოლოოდ, ერთმანეთს დავშორდით ისე, რომ როცა მეცოდინებოდა ფეხბურთელების ვინაობა, მაშინ მიიღებდნენ ჩემგანაც პასუხს. გუშინ კი ტელეფონით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა, მიზეზად კი ფინანსები მოიტანეს და ისინი ვერ დააკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ "ლოკომოტივში" დარჩენამდე ძალიან მიმზიდველ და სარფიან წინადადებაზე ვთქვი უარი. იმიტომ, რომ "ლოკომოტივთან" ერთად მინდოდა საქმის გაკეთება.

ვთვლი, რომ ეს გასული სეზონი წინა ორთან შედარებით უკეთესი იყო. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა არცერთ გუნდს არ უხდება.

ჩვენი პრობლემა წელს იყო მოკლე სკამი. გაიხსენეთ, პირველ წრეში ლიდერები ვიყავით, თუმცა შემდეგ დაიწყო ტრავმები, რამაც თავი იჩინა. "დინამოსაც" სწორედ ანალოგიური პრობლემა ჰქონდა.

ჩემი აზრით, როდესაც საქმე უკეთესობისკენ იყო დაძრული, როცა პროგრესი იგრძნობოდა, მაშინ გამიშვეს... გაგახსენებთ, რომ "ლოკომოტივს" "დინამოსთვის" ბოლო 15 თუ 17 წელი არ ჰქონდა მოგებული და ქუთაისის "ტორპედოსთან" თუ სხვა გუნდთან გახსოვთ, რომ ასეთი ანგარიშებით "ლოკომოტივი" იგებდა? გავარდნაზე კი არა, ბოლო ორი ტურით ადრე უეფას ზონაში შეგვეძლო შესვლა და იქაც თავი ისევ სკამის არქონამ იჩინა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდებოდა. მე-3 ლიგაში ჩვენი დუბლშემადგენლობა იბრძოდა მე-2 ლიგაში გადასასვლელად, სადაც დიდი საპრიზო ფონდი იყო და კლუბს ეს ფული სჭირდებოდა. ამიტომ მთელი ჩვენი რესურსი იქ გადავისროლეთ, მაგრამ რა ვიცი... სხვანაირად გადაწყვიტეს და მინდა, რომ მე ვცდებოდე.

"ლოკომოტივს" წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს", - განაცხადა დევდარიანმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვფიქრობ დევდარიანმა ამ ეტაპზე იმ გუნდთან ერთად რა გუნდიც ყავდა და შემადგენლობა კარგი შედეგი აჩვენა და კარგი თამაშები ითამაშა. დრო გვიჩვენებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მისი გათავისუფლება თუმცა ერთი მინდა ავღნიშნო რომ უმეტეს შემთხვევებში ძალიან სცოდავენ მწვრთნელებთან მიმართებაში!
Dragonfly
11:31 02-12-2017
1
კი მაგრამ ასეთი ბნელები როგორ არსებობთ, აი რატომ კი არა როგორ საერთოდ. თითქოს გიორგი დევდარიანზე კი არა ვიღაც სხვაზე ლაპარაკობდნენ...(?), როგორ შეიძლება ეს კაცი ვინმეში შეგეშალოს, ასეთ აბსურდს და ღორჯოობას მარტო პირადი ბოღმით დაბრმავებული სუბიექტი თუ დაწერს, თუ გაბედავს. ან მისი წარმატებები და ბრწყინვალება როგორ უნდა დაგავიწყდეს, ის არის ჩვენი უძლიერესი და უნიჭირესი, ნამდვილი პროფესიონალი სპეციალისტი, რომელსაც ეს ღორები ვერ ეგუებიან. ასეთი კაცი მარტო ორი გვყავს, ეგ და ვასილი მაისურაძე და ეს იცის მთელმა საქართველომ. ეს ჭაობი არ ამოშრა რა ჯერჯერობით.
zviadi
02:02 01-12-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული