"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
Youtub-ზე "სარბიელის პოდკასტის" სტუმარი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელიას თამაშს, რომ ვუყურებ, სიამოვნებისგან ვტკბები... წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია მამამისი, ასეთ შვილი რომ ჰყავს.

ძალიან მაგარი ფეხბურთელია! "ბარსელონას" ვარსკვლავებს რომ უყურებ და აი, გგონია, რა ადვილად აკეთებენ ყველაფერსო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩაზეც, თუ რა ადვილად და მაგრად აკეთებს ყველაფერს...

ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და იმიტომ გამოსდის ყველაფერი. ახლაც, რომ შევხედავ კადრებს და ვითომ რა გააკეთა?! - სინამდვილეში კი ძალიან მაგ
არ რაღაცებს ისე მარტივად აკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება...

ვარსკვლავური სენის შეყრა? – ჩანს, რომ სიამოვნებას იღებს მოედანზე და ფეხბურთის თამაშით ტკბება... გვაქვს საფუძველი, რომ გვეშინოდეს ვარსკვლავური სენის, რადგან ბევრ ქართველს დამართნია ასე...

ეგეთი ტალანტი, როგორიც კვარაცხელიაა, ჩვენ ბევრი არ გვყოლია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მალევე კარიერა დაასრულეს... მგონია, რომ ეს კვარაცხელია თითქოს სულ სხვანაირია... ჯერ აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთით ტკბება", – ამბობს დევდარიანი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყიფიანი ამბობდა პიროვნება თუ არ გაქ ვერ ითამაშებ ფეხბურთსო. მაგრამ მაგის თქმა არ შეიძლება ჯანო ანანიძეზე მაგალითად, არც ლევან ყენიაზე იმიტომ რომ ტრამვებით გაწამდა. ყველაზე მაგრები ვინც გვყავდნენ ძირითადად ტრამვებით გაჩერდნენ. ზოგს რა ზოგს რა. ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. არიან ვისაც ეგ მართლა ეხება გვარებს არ დავასახელებ ეხლა.
0
მაგას რაიმე სენი რომ ქონოდა აქამდე ვერ მოვიდოდა და ვერ მოაღწევდა მაქამდე!!!
ფაქტი
11:01 03-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული