
ლანჩხუთის "გურიამ" "თელავს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. მატჩის პირველივე ტაიმში კახელები გიორგი ნიქაბიძის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე შენგელიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა ლანჩხუთელებისთვის ადგილის შესანარჩუნებლად. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში თელავმა 3:2 იმარჯვა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.
"ნორჩი დინამო" "მეშახტის" დაპირისპირებაში, მასპინძლებმა პირველივე წუთზე გოგი ფიფიას დარტყმული პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს და ჯამში 4:0 იმარჯვეს.