ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნულ ლიგა 2-ში "თელავი" და "ნორჩი დინამო" დაწინაურდნენ

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფების განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" "თელავს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. მატჩის პირველივე ტაიმში კახელები გიორგი ნიქაბიძის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე შენგელიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა ლანჩხუთელებისთვის ადგილის შესანარჩუნებლად. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში თელავმა 3:2 იმარჯვა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

"ნორჩი დინამო" "მეშახტის" დაპირისპირებაში, მასპინძლებმა პირველივე წუთზე გოგი ფიფიას დარტყმული პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს და ჯამში 4:0 იმარჯვეს.
ორი მატჩის ჯამში თბილისელთა ანგარიშზე 6 უპასუხო გოლია და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ.