სოსო ფრუიძე: ხელფასების მხრივ, "ჩიხურა" 2-3 გუნდს თუ სჯობს

AutoSharing Option
სოსო ფრუიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია.

60 წლის სპეციალისტი საჩხერის "ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის. მას კლუბთან ერთად საქართველოს სუპერთასი აქვს მოგებული, წელს კი დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულიც გახდა.

როგორც თავად ამბობს, ახლა ჯერი საქართველოს ჩემპიონობაზეა...

- როგორ შეაფასებდით საჩხერის "ჩიხურას" ასპარეზობას გასულ სეზონში?

- არასტაბილურობა გვქონდა დასაწყისში და ყველამ იცის, ეს რისი ბრალიც იყო. ფაქტია, რომ ვერ აღმოვფხვერით რაღაც სიტუაციები და პრობლემები...  მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ ამას. კარგი არის მაინც, რომ ტიტულის გარეშე არ დავრჩით და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ.
ეროვნულ ლიგაში კი, მე-5 ადგილზე ზევითაც შეგვეძლო გავსულიყავით.

- დავით ყიფიანის თასის მფლობელები გახდით. რას იტყოდით ამის შესახებ?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. ერთი ტიტული უკვე გვქონდა მოპოვებული სუპერთასის სახით, ახლა დავით ყიფიანის თასიც მოვიგეთ და დაგვრჩა მარტო ჩემპიონობა... მომავალ წლებში შევეცდებით, ეს მიზანიც შევასრულოთ.

- როგორ შეაფასებდით დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატს? წინ წავედით თუ ისევ იმ დონეზე დავრჩით?
- ხარისხზე თუ ვილაპარაკებთ, გამორიცხულია, ასე უცბად ხარისხი ვერ აიწევს. ჩემპიონატში ნანმდვილად იყო დაძაბულობა, ინტრიგა ბოლო ტურებამდე შენარჩუნდა და ეს კარგია.  ფეხბურთელი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასეთ ჩემპიონატში უფრო ჩამოყალიბდება.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ქართველ ფეხბურთელს 3-4 დღეში ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება უჭირს. რას იტყოდით ამის შესახებ?
- მე რეგლამენტს არასდროს არაფერს ვაბრალებ. რეგლამენტს დააბრალო, რომ ევროტურნირებზე კარგად ვერ გამოვედით, სწორი არ იქნება. უბრალოდ, ვთქვი, რომ აღდგენითი პროცესები არ არის საქართველოში იმ დონეზე, რაც საზღვარგარეთაა და ჩვენთან არ არის ამის საშუალება.

- რას იტყოდით მომავალ სეზონზე, შენარჩუნდება თუ არა გუნდის ბირთვი და იგეგმება თუ არა გაძლიერება?
- ჯერ არაფერი ვიცით. 2-3 დღეში შევხვდები ხელმძღვანელობას და შემდეგ გადაწყდება. კონტრაქტები მეკარე ჰამზიჩის ნაცვლად ყველას დამთავრებული აქვს.

- სად აპირებს გუნდი შეკრების გავლას?
- ერთ-ერთ შეკრებას გუნდი აუცილებლად თურქეთში გაივლის.

- ევროთასებზე გუნდის მიზანი რა იქნება?
- ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პირობები გვექნება და რა კონტინგენტი გვეყოლება. ვგულისხმობ იმას, რომ "ჩიხურაში" არ არის მაღალი ხელფასები და ამით 2-3 გუნდს თუ ვჯობივართ...

- თქვენ ყოველთვის აკრიტიკებდით მსაჯებს და ჩაწყობილი თამაშებისკენ მიუთითებდით... რას იტყოდით ახლა ამის შესახებ?
- ეს სეზონი ამ ფაქტით ნამდვილად კარგი იყო. მსაჯებიც მაღალ დონეზე სჯიდნენ თამაშებს და ჩაწყობილი თამაშებიც არ შეიმჩნეოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოღმა გაგხეთქავთ!
საჩხერელი
13 დეკემბერი 2017 20:55
0
ვის ატყუებ ან როდემდე უნდა მოატყუო ხელმძღვანელობა და ხალხი.გუნდში რომ ქაოსი გაქ და რომ გლანძღავენ ფეხბურთელები ამაზე რას იტყვი.
Chixura
13 დეკემბერი 2017 12:02
3
ეს თასი რომ ვერ აღეღოთ აპალონიჩ.დარხეული ქონდა კლუბის99% სუყველას
საჩხერელი
14 დეკემბერი 2017 11:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული