ყველაზე მოდური როინ კვასხვაძე - "ტორპედოს" საჩემპიონო ბანკეტი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" რამდენიმე დღის წინ ჩემპიონობის აღსანიშნავად ბანკეტი გამართა.

ფეხბურთელებთან ერთად მათი მეორე ნახევრებიც იყვნენ და კოლექტივმა გულიანად მოილხინა.

ფეხბურთელების არასაფეხბურთო გარემოში ნახვა მკითხველისთვის საინტერესოა. ამ მხრივ კი, ყველაზე გამორჩეული როინ კვასხვაძე იყო, რომელსაც ნამდვილად ეტყობა, რომ მოდურად ჩაცმის მოყვარულია და ეს ბანკეტზეც დაამტკიცა.

როინ კვასხვაძე ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო მოედანზეც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მან ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად, ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა და საბედისწერო პენალტიც მოიგერია.


28 წლის
სპორტსმენს "ტორპედოს" ყველაზე "მოდურის" ტიტულიც შეგვიძლია მივანიჭოთ.

ხოლო გუგა ფალავანდიშვილი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სიმღერაშიც ნიჭიერი აღმოჩნდა.

Sportall.Ge

ფოტოები და ვიდეო ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდს" ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რასამბობ დინამო რომ გამხდარიყო ჩემპიონი ხოდაგლიჯავდა ყველაფერს და საერთოდ მარტო დინამო ნუ გგინიათ გუნდი.
უჩა.
15 დეკემბერი 2017 19:39
0
ხო, ხო, უბედურებაც მაგაშია, დინამოს თავზედაც უარესი იქნებოდა. ოღონდ სტადიონს ნუ ერჩით, იქნებ მოვიდეს დრო და გამოადგეს სხვა თაობის თბილისელებს და ქუთათურებს. ბოლობოლო რაგბისტები იყენებენ მოსაწონად.
ოკრიბელი
16 დეკემბერი 2017 10:53
0
ხომ გსმენია: "ერთ ბედს ქვეშავართ ლაბავ მე და შენ..." ჰოდა თბილისელებიც, ანუ დინამო, მაგ ბედს გაიზიარებდა, უარესს თუ არა.
მე სტადიონის ბედი უფრო მაწუხებს და იმ დღევანდელი ქართველების საქციელი, ტვინი რომ აქვთ მოყინული. თორემ დღეს ვის აინტერესებს დინამოს საქმეები, მოთამაშე ფეხბურთელების მშობლების და ახლობლების გარდა და კიდევ, ასევე ტვინგაყინული დინამოს ფანების გარდა
კარგი ფეხბურთი დიდი ხანია დავკარგეთ და ჩვენი ჭირიც წაუღია. მაგრამ ქართული მეობა და საქციელი არაა დასაკარგავი თემა და ყოველთვის შეხსენებას საჭიროებს.
ოკრიბელი
15 დეკემბერი 2017 22:18
0
მოლოცვას წინ რა უდგია, მარა პესიმისტური მოლოცვა გამომივა. რომ ვხვდები, ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ტურში, რა საცოდოობა დატრიალდება ქუთათურების თავზე.
გილოცავთ ქუთათურებს და ნუ გადაწვავთ დინამოს სტადიონს, ბიძიკო ბაბუებო, მაგი კაი და ორიგინალური კონსტრუქციაა.
ოკრიბელი
15 დეკემბერი 2017 11:47
4
შენი კომენტარიდან გამომდინარე პატარა არ უნდა იყო და არ შეგშვენის ამ ხნის კაცს ეგეთი ლაპარაკი, ქუთათურების თავს ისეთი არაფერი დატრიალდება რაც აქამდე არ დატრიალებულა დინამოსა და კიდევ სხვა გუნდების თავს,ჰოდა წინასწარ ნუ ითარსები და კიდევ დინამოს სტადიონი გეთანხმები კარგი კონსტრუქციაა და კარგადაა ნაშენები,მაგრამ სად კონსტრუქცია და სად სკამები რომელიც ქუთათურებმა დალეწეს,მართალია არ მოიქცნენ კარგად ,მაგრამ ყველას არ აქვს ერთნაირი ნერვული სისტემა ბიძიკო და სკამებს ნუ იჯავრებ იმ სკამებს ტორპედოს გადახდილი ჯარიმის ფულით გამოცვლიან...
ოკრიბელს
15 დეკემბერი 2017 16:13
0
სულით და გულით ვულოცავ ტორპედოს ფეხბურთელებს, გულშემატკივარს და ყველა ქუთაისელს ამ დიდ სიხარულს....
ზურა
14 დეკემბერი 2017 22:39
1
სულით და გულით ვულოცავ ტორპედოს, ყველა ფეხბურთელს, გულშემატკივარს,საყვარელი გუნდის ჩემპიონობას..... დილას ფანი....
ზურა ბერაშვილი
14 დეკემბერი 2017 22:34
0
გაიხარეთ ბიჭებო და ჩვენც გაგვახარეთ! მადლობა ტორპედოს სახელის ვაჟკაცურად ტარებისთვის!
ჩვენ ვართ ჩემპიონები!
14 დეკემბერი 2017 22:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული