სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველები საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა გოლკიპერმა სერგეი ლიტოვჩენკომ FootBoom.com-თან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. უნდა ითქვას, სერგეი კარგი, აზრიანი მოუბარი და საინტერესო პიროვნებაა, რომელმაც ქართველების მასპინძლობა ჯეროვნად შეფასა.

ეროვნულ ლიგის დასრულების შემდეგ ლიტოვჩენკომ თბილისის "დინამო" დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. 30 წლის მეკარემ 29 მატჩში კარი 16-ში "მშრალად" შეინახა.

- საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. როგორ შეაფასებდი? სეზონის მიმდინარეობისას სერიოზული დაზიანება მიიღე, რის გამოც კარგა ხანი იუქმე...
- საერთო ჯამში, კმაყოფილი დავრჩი, სეზონი ღირსეულად ჩავატარე. ხელის მოტეხილობის გამო ჩემპიონატის 10 მატჩი გამოვტოვე. იმ
პერიოდში, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ქულა დავკარგეთ. ამის მიუხედავად, ცხოვრებაში, ალბათ, საუკეთესო სეზონი ჩავატარე.

ეს რთული სეზონი იყო: როგორც მე, ასევე გუნდსაც აღმაფრენისა და დაღმასვლის პერიოდები გვქონდა. ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდით და რთულ შეხვედრებში ქულებს ვიღებდით.

როცა ისეთ დიად კლუბში თამაშობ, როგორიც თბილისის "დინამოა", შენგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. საერთო ჯამში, წელი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. გუნდს ჩემპიონატზე მაქსიმალურ მიზნებს უსახავდნენ. ადრე ასეთ რამეს არ შევხვედრივარ - საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა გამომეწურა. ჩემთვის ამ სეზონს ნამდვილად აქტივში შევიტან. ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ დიდ გუნდში თამაში.

- სეზონში გრძელვადიანი "მშრალი" სერია გქონდა. თანაგუნდელებს შეეწყვე თუ განსაკუთრებული შემართება გქონდა?

- არც კი ვიცი. ვფიქრობ, ზამთრის შეკრებაზე კარგად ვიმუშავეთ, რამაც ასეთი შედეგი გამოიღო. მეკარეების მწვრთნელის, გელა ჭანტურიას მადლობელი ვარ, რომელმაც ჩვენთან კარგად იმუშავა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ასეთი სერია მქონდა. პროფესიონალურად და ადამიანურად ის ბევრ რამეში დამეხმარა. მხარს მიჭერდა, მე კი დისკომფორტს არ ვგრძნობდი და თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი. ზუსტად ეს დამეხმარა კოლექტივში გაშინაურებასა და წარმატებულად ასპარეზობაში.

Sportall.Ge

- ტრავმა რომ არა, სერია უფრო გრძელი იქნებოდა?

- ვფიქრობ, რამდენიმე უგოლო მატჩს კიდევ ჩავატარებდი. საწყენი იყო, რომ იმ მომენტში ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და ქულების დაკარგვა დავიწყეთ. როცა ტრიბუნაზე ზიხარ და გუნდი აგებს ან ფრეს თამაშობს ისეთ მატჩებში, რომელშიც უნდა მოიგოს - სადღაც შენს დანაშაულსაც გრძნობ, რომ არ შეგიძლია დაეხმარო და მოვლენებზე იმოქმედო. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. ტრავმაზე კი სასაცილოდ გამოვიდა. ხელი შეკრებაზე მოვიტეხე და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავიგე. ვცდილობდი ვარჯიშს, მოედანზე გასვლას, მაგრამ ხელი არ მაძლევდა ამის საშუალებას, უკვე ძალიან მტკიოდა.

- ჩემპიონატის მოსაგებად ზუსტად ეს ქულები დააკლდა გუნდს?
- დიახ, იმ პერიოდში ბევრი ქულა დავკარგეთ. თუმცა ისეც იყო, რომ ყველა იყო, მაგრამ ქულებს ვკარგვადით. სხვადასხვანაირი მატჩები იყო, ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ სეზონში კარგი სამუშაო ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოსკენ რაღაც დაგვაკლდა, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. საწყენია, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ჩემპიონობის ღირსები ვიყავით.

- სეზონის ბოლო მატჩი, ალბათ, ყველაზე დრამატული იყო შენს კარიერაში...

- არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. კვლავ არ გვყავდა ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი: ორი ცენტრალური ჰავბეკი ტრავმირებული იყო, ცენტრალურ მცველს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა, ჩვენ წინააღმდეგ კი გამოცდილი გუნდი გამოდიოდა. მათ შეძლეს დომინირება და საბოლოოდ გოლი გავუშვით. თითქოს პირველი ტაიმი თანაბრად ჩატარდა, მაგრამ მეორეში ფრეც კი ვერ შევინარჩუნეთ. და კიდევ - ეს დრამატული მომენტი 95-ე წუთზე, როცა პენალტი ვერ გაგვაქვს და ჩემპიონობას ხელიდან ვუშვებთ.

საწყენია, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული რთული სამუშაოს შემდეგ ჩემპიონობა ერთ წამში დავკარგეთ. ვფიქრობ, თითოეულის ცხოვრებაში ეს უსიამოვნო მომენტად დარჩება. საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლები ვერ დავმალე. მოედანზე კიდევ 30 წუთი მაინც ვიჯექი, რათა გამეაზრებინა ყველაფერი. აქამდე ცხოვრებაში ასეთი ემოციები არ განმიცდია, ამიტომ მათთან გამკლავება რთული იყო. რამდენიმე დღე ამ მატჩზე ვფიქრობდი.

- ოთარ კიტეიშვილს 10-დან 10 პენალტი რომ დაარტყმევინო, ყველას გაიტანს?
- ყველა მატჩის წინ პენალტის შესრულებაზე ვარჯიშობს და მუდამ კუთხეში ურტყამს, მაგრამ ამჯერად ბურთი რატომღაც ცენტრში დაარტყა (იცინის). მეტოქის მეკარე უბრალოდ ადგილზე დაეცა და ბურთი ფეხით მოიგერია... ვფიქრობ, ეს ასაკის გამო მოუვიდა. ძალიან ახალგაზრდაა და ემოციები მოეძალა.

- ქართველები ემოციურები არიან. მატჩის შემდეგ გულშემატკივრები არ გემუქრებოდნენ?

- არა, პირიქით, ძალიან დაგვიჭირეს მხარი. თამაშის დასრულების მერე მივედი მათთან, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და ჩემპიონობის გაშვებული შანსისათვის ბოდიში მოვუხადე. მათ კი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, რაც მძიმე მომენტში დაგვეხმარა. ქომაგები ყოველდღე წერილებს მწერენ და მადლობას მიხდიან. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული ჩემპიონატზე. მათ დაინახეს, რომ ბევრი ვიშრომეთ და ამიტომ დაგვიჭირეს მხარი.

- როგორც აღნიშნე, "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. პასუხისმგებლობის ტვირთი იგრძენი? შენ ხომ, შეიძლება ითქვას, გამოცდილი ფეხბურთელი ხარ...
- მართლაც ვიგრძენი. ისედაც ცოტა გვყავდა გამოცდილი ფეხბურთელები და თან, ზაფხულში მათმა ნაწილმა დაგვტოვა. გამოცდილები 3-4 დავრჩით. ჩვენ ვარჯიშებზე უნდა დავხმარებოდით ახალგაზრდებს. ხშირად ვუხსნიდით, რომ საჭირო იყო დამატებით ტრენაჟორებზე დატვირთვა და თამაშებისთვის სათანადოდ მომზადება. ასეთ ახალგაზრდულ გუნდში ადრე არასოდეს არ ვყოფილვარ. სასიამოვნოა, როდესაც გისმენენ და ჭკუას გეკითხებიან. შეიძლება ითქვას, კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, რაც მომავალში უთუოდ გამომადგება.

- რჩები "დინამოში" თუ კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები გაქვს?
- უკანასკნელი მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტს შევხვდი. მან მითხრა, რომ ჩემი თამაშით კმაყოფილი დარჩა და მადლობა გადამიხადა. გუნდში დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ რამდენადაც მივხვდი, კლუბის განვითარების სხვაგვარი ფილოსოფია აირჩიეს - ისევე, როგორც წინა სეზონში, აქცენტი აღებული იქნება ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებასა და გაყიდვაზე. ამიტომ თავის გამოჩენის მეტ შანსს კლუბის აღზრდილებსა და ახალგაზრდებს მისცემენ. გამოცდილ ფეხბურთელებს კი თამაში ცოტა ნაკლებად მოუწევთ. აქედან გამომდინარე, სხვა ვარიანტებს განვიხილავ. თავისუფალი აგენტის სტატუსით აქტიურად ვეძებ ახალ გუნდს.

- კლუბს უპრობლემოდ დაშორდი?

- დიახ. პრეზიდენტმა და მე გაწეული სამუშაოსათვის ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ. კარგი ურთიერთობისა და შექმნილი შესანიშნავი პირობებისათვის მწვრთნელების, ხელმძღვანელობის, პერსონალის და მთელი კლუბის მადლობელი ვარ. ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემ ადაპტაციაში. მათი დამსახურებაა, რომ სეზონი კარგად ჩავატარე. მათ მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. ქომაგებთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩემი გულის ნაწილი სამუდამოდ მათთან დარჩა. თუ საქართველოში მოვხვდი, აუცილებლად დავესწრები "დინამოს" მატჩს და თამაშს ფანების ტრიბუნიდან ვუყურებ.

Sportall.Ge

- ჩვენი და საქართველოს ჩემპიონატები რომ შევადაროთ, როგორი სხვაობაა?
- ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა ტურნირის ორგანიზაციასა და გაშუქებაში. უკრაინაში უკეთესი ინფრასტრუქტურაა, უკეთესი სტადიონებია და საფეხბურთო თვალსაზრისით, ყველაფერი უკეთაა აწყობილი. ჩვენი ფეხბურთის მარკეტინგიც უფრო მაღალ დონეზეა - უფრო მეტმა ხალხმა იცის, თუ რა ხდება ჩემპიონატზე და საფეხბურთო სამყაროში.

საქართველოში უყვართ ფეხბურთი, მაგრამ გაცილებით ნაკლებად შუქდება: არ არის ისეთი გადაცემები, რომლებიც აჩვენებენ ტურის ყველა მატჩებს ან სხვა საფეხბურთო მოვლენებს. ჩემი აზრით, მათთან საფეხბურთო პიარზე არასაკმარისად მუშაობენ. ამ კომპონენტში რაღაცას აკლებენ. ვფიქრობ, ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ფეხბურთის რეკლამას, რათა ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდეს და მატჩებზე მეტი გულშემატკივარი მივიდეს.

- მართალია, ცოტას ლაპარაკობენ საქართველოში ფეხბურთზე, მაგრამ როგორც აღნიშნე, მაინც უყვართ. თამაშებზე ხალხი დადის?

- დიახ, ფეხბურთი მართლაც ძალიან უყვართ, თუმცა დასწრების მხრივ გარკვეული პრობლემაა. ისე, ნაკრების მატჩებზე ტრიბუნები სავსეა. ჩემპიონატზე კი ამ მხრივ საქმე მთლად კარგად ვერაა. რეგიონებში ჩვენს თამაშებზე უფრო მეტი მაყურებელი მოდიოდა, თბილისში კი - ცოტა. არ ვიცი, რითაა ეს გამოწვეული. თითქოს საფეხბურთო ქალაქია, დედაქალაქია, ლამაზი სტადიონი აქვთ - ყველაფერია შეხვედრებზე კომფორტულად დასწრებისათვის. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ღრმად ჩაფალი და გადამალე კოკოითის შიბლაუსკასავ? გეტყობა ძაღლური გენები რომ გაქვს.
შიბლაუსკასა Jango-ს
16 დეკემბერი 2017 15:52
0
dinamo farchakia, ukve didi xania da fifias xelshi sul farchaki ikneba, imitoa 30-40 kazis meti ar dadis magat tamashze))))
cotne
16 დეკემბერი 2017 03:32
3
ფარჩაკი შენ და შენი ალანიაა D-:D
შინლაუსკასავ
16 დეკემბერი 2017 15:54
2
მოკლედ ისევ ტორპედოს,სამტრედიას,ჩიხურას (იმერლების) სათრევი იქნება ქართული ფეხბურთი, სანამ დინამო კაცთვაჭრობითა და ბარიგობით იქნება დაკავებული.
საბურთალო და ლოკო ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან, არ იციან რა უნდათ,სიონი და რუსთავი ახალი გადმოსულია და მაგათ იმედზე მტერი იქნა,ქრონიკულად უფულო კოლხეთს რა უნდა მოსთხოვო,დილა სანამ დალაგდება საღამოც დაუდგება...
Jango
15 დეკემბერი 2017 16:43
11
საჩხერელი ვარ ძმა და წესით უნდა გეთანხმებოდე, მაგრამ სად ნახე ჩიხურას და ტორპედოს გაზრდილი ფეხბურთელი?
Gio
16 დეკემბერი 2017 12:50
0
წარმატება ლიტოვჩენკოს. კარგი იქნებოდა დარჩენილიყო, როგორც ამბობენ გუნდში მაქსიმალური ხელფასის კიდევ გაორმაგება მოითხოვა. კარგი მეკარეა, სეზონში რამდენჯერმე გადაარჩინა დინამოდა რამდენჯერმე არგასაშვებიც გაუშვა:) იმედია გუნდი კარგი ფეხბურთელებით გაძლიერდება. დინამოს გაუმარჯოს
გურამი
15 დეკემბერი 2017 15:51
3
გურამ სტატია წაიკითხე და ნახავ თუ რატო წავიდა ლიტვეჩენკო,თუარადა დაგიწერ იქიდან ციტირებას "კლუბის განვითარების სხვაგვარი ფილოსოფია აირჩიეს - ისევე, როგორც წინა სეზონში, აქცენტი აღებული იქნება ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებასა და გაყიდვაზე:: და ამიტომაც წავიდაა..
ასევე
15 დეკემბერი 2017 23:23
2
არასასურველი კომენტარი ძაღლივით ჩაფალი მიწაში და ორი კომენტარით გადამალე? D-:D
იოსკა ქათამაძე-ს
15 დეკემბერი 2017 13:40
1
აცანცარდი ისევ იოსკა ქათამაძევ.
შიბლაუსკასო valderrama-ვ
15 დეკემბერი 2017 13:05
2
სასწრაფოდ რაღაცაა მოსაფიქრებელი, როგორ მოშორდეს ამ გუნდს ფიფია,კერძო მესაკუთრეა ამ გუნდის მაგრამ რასაც აკეთებს (უაზრო გაახალგაზრდავება და 18 წლის ბიჭებზე ფულის კეთება), ეს უნდა დამთავრდეს. უნდა აგორდეს დიდი კამპანია ამაზე. გინებებისგან თავს ვიკავებ რაც ენაზე მადგება..
valderrama
15 დეკემბერი 2017 12:21
3
ეს ის შემთხვევაა როცა ბიჭი კაია, მაგრამ გოგო აშკარად ჯობიააააა :))
oeee
15 დეკემბერი 2017 12:11
6
სახელი შესაფერისი გაქვს, მაგრამ მაინც შეგეკითხები ხომ ჯანმრთელად ხარ? ვინ გეკითხება რას დავწერ და როგორ? დანარჩენს მიხვდები
შიბლაუსკასო-ს
15 დეკემბერი 2017 15:09
1
დააფიქსირე აქ ვარო?
შიბლაუსკასო
15 დეკემბერი 2017 12:33
2
როგორ ეტყობა რომ, შიბლაუსკასმა ტროლმა დაახვია აქედან, ხომ დაისვენე ად?
))))))))))))))))
15 დეკემბერი 2017 11:50
2
მე მგონი ფიფიამ გადაამლაშა ახალგაზრდების დაწინაურებაში. ქარვასლა გახდა რა, ვინც ცოტა თავს წამოყოფს გასაყიდად ჰაიდა.არა და გვაბოლებდა მაგარი გუნდის ჩამოყალიბება მიდაო და ვისით აპირებს ვერ ვხვდები
gio
15 დეკემბერი 2017 11:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული