თბილისის "დინამომ" ოთო გოშაძე ინათხოვრა

AutoSharing Option
მომავალ სეზონში ოთო გოშაძე თბილისის "დინამოს" კარს დაიცავს. დედაქალაქელებმა, 20 წლის მეკარე, "საბურთალოდან" ერთწლიანი იჯარის წესით ინათხოვრეს.

გოშაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მას ასევე საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

გასულ სეზონში მან "საბურთალოს" რიგებში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

20 წლის კარის დარაჯი 2015 წელს თურქულ "ქასიმფაშაში" თითქმის 1 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად ჭედავთ თუ ძირითადის მეკარედ მოგყავთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული