ირაკლი სიხარულიძე მსოფლიო ვარსკვლავებს შორის

AutoSharing Option
ევროპული სპორტული მედია, ჩემპიონატების კოეფიციენტების მიხედვით, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირებს ადგენს.

ამ სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძეც.

მან დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა.

თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდმა ისეთ ფეხბურთელებს გაასწრო, როგორებიც სერხიო აგუერო, მარიო ბალოტელი, ალვარო მორატა და სხვა ცნობილი მოთამაშეები არიან და მე-20 ადგილი დაიკავა.

ყველაზე მაღალი კოეფიციენტი 2-ია, შემდეგ - 1,5 ბოლოს კი - 1, რომლითაც საქართველოს ჩემპიონატია შეფასებული.

პირველ ადგილზე პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი გავიდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 19 გოლი გაიტანა, ეს ბურთები კი
2 კოეფიციენტზე გამრავლდა.

ათეული ასე გამოიყურება:

1) ედინსონ კავანი - 19 გოლი (პსჟ)
2) ჰარი კეინი - 18 გოლი (ტოტენჰემი)
3) 3-4 ადგილები მაურო იკარდიმ (ინტერი) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) 17 გოლით გაიყვეს.
5) ჩირო იმობილე (ლაციო) - 16 გოლი
6) 6-7-8 ადგილები რადამელ ფალკაომ (მონაკო), რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი), ლიონელ მესიმ (ბარსელონა) გაიყვეს.
9) იგორ ანგულო ალბონინა  (გორნიკი) - 19 გოლი.
10) პაულო დიბალა (იუვენტუსი) - 14 გოლი
მკითხველის კომენტარები / 1 /
1995-1996 წლების სეზონში ზვიად ენდელაძე გავიდა პირველ ადგილზე
0

სიახლეები პოპულარული