გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
გორის "დილას" პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახალწვეულებიც.

მომავალ სეზონში კლუბის ღირსებას დაიცავენ: გია ჩადუნელი, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ სამუშია.

გია ჩადუნელი ამპლუით მცველია, რომელიც ბოლოს ქობულეთის „შუქურაში" ასპარეზობდა, სადაც 13 ჩატარებულ მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.
ანზორ სუხიაშვილი პოზიციით მცველია, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბათუმის „დინამოს" ღირსებას, სადაც ბოლო სეზონში 32 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლით გამოირჩა.
ნახევარმცველი გიორგი კორიფაძეც წლების განმავლობაში საჩხერის „ჩიხურას" ემსახურებოდა და გასულ სეზონში 32 მატჩში ერთხელ გამოიჩინა თავი.

ბოლო შენაძენი ნახევარმცველი გურამ სამუშიაა, რომელმაც ბოლო სეზონი „სამტრედიაში" გაატარა და 27 მატჩში 5 გატანილი გოლით გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარასელია რამდენში უზიხარ მაჩაიძეს და აშორტიას ?
gorisdila
10 იანვარი 2018 17:58
0
წარმატებები "დ ი ლ ა ს"!
gori2
06 იანვარი 2018 00:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული