ჯიქია "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.
მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ "ლოკომოტივში" დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.
2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელა, საიდანაც კვლავ "ლოკომოტივში" დაბრუნდა.
2015 წელს იგი თბილისის "დინამოში" გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი
2015 წლიდან, დავითი "სამტრედიას" შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. "სამტრედიის" მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით