ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე ოფიციალურად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ზივზივაძე დანიური "ესბიერგის" კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ბუდუ "ესბიერგში" ჩარიცხვამდე "სამტრედიასა" და ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა. 2011-14 წლებში კი თბილისის "დინამოში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული