9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია. კლუბი, რომელმაც ეროვნული ლიგის პლეი ოფში ითამაშა და ფოთის "კოლხეთთან" დამარცხდა, სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობს.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "მერანი" დატოვეს: ზურაბ მამალაძემ, სერგი ორბელაძემ, დავით მაისაშვილმა, ლაშა ჩალაძემ, შოთა ჯიქიამ, რაფაელ ჩუკურამ, რევაზ გეწაძემ, ირაკლი რუხაძემ და რევაზ ბარაბაძემ.

საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მადლობას უხდის თითოეულ ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.

რაც შეეხება შევსებას, კლუბში შემდეგი ფეხბურთელები მივიდნენ: ნიკოლოზ ხინთიბაძე, დავით ბოლქვაძე, კახაბერ მეშველიანი, თამაზ ჯიშკარიანი, ვაჟა მათიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, ნიკა მგელაძე, გიორგი ციმაკურიძე
და ოთარ კვერნაძე.

საფეხბურთო კლუბი "მერანი" დღეს, 10 იანვარს შეიკრიბა და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები "მერანს" და მის უწესიერეს მთავარ მწვრთნელს მიხეილ მახვილაძეს!!!
ქუთაისელი
19:56 10-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული