გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა

AutoSharing Option
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა. 22 წლის ნახევარმცველი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

გოროზია "ლოკომოტივში" 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩაირიცხა, მანამდე კი აზერბაიჯანულ "ზირასა" და ნორვეგიულ "სტაბეკში" თამაშობდა.

ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშებაში მან "ლოკომოტივის" მაისური 16-ჯერ მოირგო და ორი გოლი გაიტანა.

კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს საფეხბურთო კარიერაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული