ახალი სეზონისთვის ნამატით დაწინაურდა "სამტრედია", რომელმაც ამ კვირაში განსაკუთრებით იაქტიურა. კლუბში მოვიდნენ: ვასიკო ბაჩიაშვილი ზალგირისის "კაუნოდან", გორის "დილადან" - დავით კირკიტაძე, "ჩიხურადან" - გიორგი განუგრავა, "შუქურადან" - რომა ჩაჩუა, "კოლხეთიდან" - შოთა კერძევაძე, "ლიეპაიადან" - გიორგი ერისთავი, "სიონიდან" - საბა აღდგომელაშვილი.
6 ფეხბურთელი დაიმატა გორის "დილამაც": თბილისის "დინამოდან" -
6 ფეხბურთელი დაიმატა დებიუტანტმა "რუსთავმაც". კლუბში მოვიდნენ: თბილისის "დინამოდან" - ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე, ლევან გეგეჭკორი; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია.
"საბურთალოში" 5 ახალი ფეხბურთელია. კლუბში იასპარეზებენ: ვაგნერ გონსალვესი - "კერლ ბრიუგედან" დაბრუნდა იჯარით, ბათუმის "დინამოდან" - თემურ ჩოგაძე, "ლოკომოტივიდან" - გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი.
4 ახალი ფეხბურთლი ჰყავს ბოლნისის "სიონს": "ლაკატამიასიდან" - ლევან ხმალაძე, "სამტრედიიდან" - გიორგი დათუნაიშვილი, "ტორპედოდან" - გიორგი ბერიაშვილი, "კოლხეთიდან"- ალექსანდრე გურეშიძე.
4 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს": "შევარდენიდან" - ოთარ კობახიძე, "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.
თბილისის "დინამოში" 4 ახალი მოთამაშეა: "ესბიერგიდან" - ბუდუ ზივზივაძე, "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ქოჩლაძე და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.
"ჩიხურაში" 3 ნამატია: "კოლხეთიდან" - გიორგი ბუხაიძე, "მერანიდან" - დავით მაისაშვილი და "სამტრედიიდან" - თეიმურაზ მარკოზაშვილი.
ეროვნული ლიგის ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოს" 2 ფეხბურთელი დაემატა: "ჩიხურადან" - მიხეილ სარდალიშვილი და "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა.
ხოლო ფოთის "კოლხეთიდან" ჯერ არაფერი ისმის.