ივან ფატიჩი: თავიდან "სამტრედიას" უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ...

AutoSharing Option
ივან ფატიჩი რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში იმყოფება და "სამტრედიასთან" ერთად ვარჯიშობს.

29 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა იტალიურ კლუბში, 7 წლის განმავლობაში თამაშობდა.

როგორც თავად ამბობს, საქართველოში ჩამოსვლა ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა, ქართულ ფეხბურთზე კი ბევრი არაფერი სმენია.

Sportall.ge ფატიჩს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- თქვენ ძალიან ბევრ კლუბში გაქვთ ნათამაშები. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი კარიერის შესახებ?
- იტალიაში სათამაშოდ როდესაც წავედი, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მე დიდ კლუბში ჩავირიცხე და მის რიგებში ვასპარეზობდი. საბოლოო ჯამში, იტალიაში 7 წელი გავატარე.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე დიდ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად მიწევდა მუშაობა.

როდესაც ვსაუბრობ ჩემს განვლილ კარიერაზე, ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას იტალიაზე, რადგან იქ თამაში ძალიან რთულია. მით უმეტეს, მე ამ ქვეყანაში ძალიან ახალგაზრდა ჩავედი.

- როგორ დაგიკავშირდათ "სამტრედია", ვინ აღმოგაჩინათ თქვენ?
- ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ "სამტრედიიდან" იყო ინტერესი. პირველად უარი განვაცხადე, რადგან აზიის კლუბებიდან საკმაოდ კარგი წინადადებები მქონდა.

ამის შემდეგ ჩემს ოჯახთან მოვილაპარაკე და გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩამოვსულიყავით, რადგან ჩემთვის უპირველესი ჩემი ოჯახის კარგად ყოფნაა.

საქართველოში ჩამოსვლით ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ "სამტრედია" ძალიან კარგი კლუბია, მას შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. აქ ძალიან კარგი ხალხი დაგვხვდა. ასე რომ, მე და ჩემი ოჯახი ბედნიერი ვართ.

Sportall.Ge

- რა არის თქვენი პირველი შთაბეჭდილება "სამტრედიაზე"?
- მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. კარგი კლუბი, კარგი ადამიანები, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ერთი სიტყვით, პატარა ოჯახია...

- რა იცით ქართული ფეხბურთის შესახებ?
- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი... მაგრამ მე აქ ბევრი კარგი ფეხბურთელი დავინახე.

- რამდენწლიანია თქვენი კონტრაქტი?
- კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

- თუ დააგემოვნეთ უკვე ქართული კერძები?
- არა, ჯერ არ მიცდია... როდესაც თავისუფალი დრო მექნება, ჩემს ოჯახთან ამას აუცილებლად გავაკეთებ.

Sportall.Ge

- ქართული კლუბები ფინანსურად ძალიან სუსტები არიან. რა ფინანსური პირობები შემოგთავაზათ "სამტრედიამ"?
- ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ჩემთვის ფული მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავს გუნდში კარგად და მნიშვნელოვან პიროვნებად ვგრძნობდე, მეტი არაფერი...

- რა იქნება "სამტრედიის" მიზანი მომავალ სეზონში?
- კარგად თამაში, უფრო მეტი გამარჯვება და კარგი პოზიცია სატურნირო ცხრილში.

- რატომ იცვლიდით გუნდებს ასე ხშირად?
- ფეხბურთი ჩემი სამსახურია. ვარჯიშებზე დავდივარ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო, რაც ჩემს შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის, თუმცა, ბოლო პერიოდში მე უგუნდოდ ვიყავი და შემოსავალი არ მქონდა.

- როგორ ფიქრობთ, რისი რესურსი ექნება "სამტრედიას" ევროპის ლიგაზე?
- აქ მხოლოდ რამდენიმე დღეა ვიმყოფები და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბევრი კარგი ფეხბურთელი და ძალიან დიდი შრომა დავინახე. ვეცდებით, რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ და შესაძლებლობების 100% გამოვავლინოთ.

- მზად ხართ, რომ საქართველოში დიდი ხნის მანძილზე დარჩეთ?
- არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ახლა აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა.

- დაბოლოს, შეგიძლიათ თქვათ, რაც გსურთ...
- მინდა ქართველ ხალხს წარმატებები ვუსურვო, "სამტრედიას" კი - ბევრი გამარჯვება. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში კარგ შედეგებს მივაღწევთ და გულშემატკივარს გავახარებთ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
რას ქვია პროფესინალია არ არის, სასაცილოა საერთოდ სამტრედიაში ლეგიონერი რომ ჩამოვიდა არ გიკვირთ? რა გაქვთ საპრეტენზიო. სამტრედიას საერთოდ არაფერი გააცჰნია და უცხოელი ამოვიდა, მანდ ტურსტიც რომ ჩამოვიდეს ისიც კი უნდა გიხაროდეთ.
pexburtel
23 იანვარი 2018 13:38
1
გეტყობა ძაან არ გევასება სამტრედია
23 იანვარი 2018 22:19
0
კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს მარგამ, ჩემი აზრით ეს კაცი არაა პროფესიონალი თავის საქმეში, არ უდგება სწორად და პატიოსნად, თავისი კარიერიდან გამოდინარე, არცერთ კლუბში არ უთამაშია ნორმალურად, ძირითადში აგილი ვერსად ვერ დაიმკვიდრა და სამტრედიას ამაზე უკეთესი ფეხბურთელები ყავდა ახლახან რომ გაექცნენ.
pablito
22 იანვარი 2018 20:22
0
samtrediis stadionis tualeti jer ar unaxiat albat))))
qomagi
22 იანვარი 2018 17:08
1
მშვენიერი ქალი კო ყოლია!!!!!! მოუფრთხილდი ძმა!!!
ჭიჭიკო ბენდელიანი
22 იანვარი 2018 16:36
8
ჯერ არ მოუსმენია მაგას ბაყაყების საორკესტრო კონცერტი? ყველაფერი წინ აქვს :))
gio
22 იანვარი 2018 15:41
1
ამ ბიჭს პატიოსნად რომ ვთქვათ, სინდისის ნატამალი არ გააჩნია, ინტერვიუში ტყუილებს ამბობს კონას 2 შაურად ,საკუთარ ტავთან მოდის წინააღმდეგობაში და მისი დეგრადირებული კლასი მას მალევე სათადარიგოზე გაამწესებს.
მწვრთნელი არ უნდა სცდებოდეს , ასეთი ხალხის აყვანაზე თანხმობის თქმით.მანჯგალაძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, ბალდეს რომ დაკარგავ და ამას აიყვან, ეს ეიგი მაგრად გიჭირს ყველა ფრონტზე რა..
ადმინ არ შერგცხვეს ამ პოსტის გამოქვეყნება, სიმართლეს ვწერ.
Guadua
22 იანვარი 2018 15:34
4
ერთი გუნდი მაინც ეთქვა სად თამაშობდა
ani
22 იანვარი 2018 14:22
3
არაა მაი კაი ფეხბურთელი
sandro777
22 იანვარი 2018 13:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული