რევაზ ჩიტეიშვილმა თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა. 23 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.
ჩიტეიშვილი კარიერას საჩხერის" ჩიხურაში" გააგრძელებს. რეზიმ "ლოკომოტივის" მაისური 94-ჯერ მოირგო და სამი გოლი გაიტანა.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.