ფრიდონ ინჯია: ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ უპირობო კანდიდატად მიიჩნეოდა და პირნათლად ამტკიცებდა ამ სტატუსს ჩემპიონატის მიწურულამდე, რადგან მეოთხე წრემდე "მერანი" სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი იყო და კონკურენტებს დამაჯერებლად უსწრებდა.

თუმცა ჩემპიონატის ბოლოს მოხდა ისე, რომ "მერანმა" პირველობა ვერ შეინარჩუნა და პლეი-ოფის ორრაუნდიან მატჩში ფოთის "კოლხეთთან" დაკარგა ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი.

თუ რატომ ვერ მიაღწია "მერანმა" დასახულ მიზანს, რა გეგმები აქვთ კლუბში და რა მიზანი ექნებათ ახალ სეზონში, ამ თემებზე სასაუბროდ "ლელო" კლუბის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას დაუკავშირდა,
რომელიც წლებია ჭყონდიდურ გუნდს პატრონობს საკუთარი სახსრებით და მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და სხვა პრობლემებისა, "მერანზე" ხელი არ ჩაუქნევია, სულ უფრო მეტს აკეთებს მარტვილური გუნდისთვის და, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის...

- ბატონო ფრიდონ, წინა სეზონში "მერანი" უმაღლეს ლიგაში აღზევების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა თქვენს კლუბს ამ ამოცანის შესასრულებლად?
- ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიზანი განხორციელებულიყო. ვფიქრობ, უფრო სხვა გარემოებებმა იქონია ამაზე გავლენა.

მართალია, ახლა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ იმ რეალობაზე, რაზეც ახლა ვისაუბრებ, თუ ყურადღება დროულად არ იქნება გამახვილებული, ახალ სეზონშიც წარმოიქმნება ასეთი პრობლემები, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანდა, რომ ჩვენს კონკურენტებს გზა ხსნილი ჰქონდათ და რამდენიმე თამაში უბრძოლველად დაუთმეს მეტოქეებმა.

იყო შემთხვევა, როცა სარეზერვო გუნდითაც ეთამაშნენ და ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ცალკე თემაა მიკერძოებული მსაჯობა. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ იყო რამდენიმე თამაში, სადაც აშკარად იგრძნობოდა მიკერძოება.

საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა ამდენ წნეხს ვერ გაუძლო. გარდამავალ ჩემპიონატში 9 ქულა უსამართლოდ დაგვაკლეს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. დღესაც არ არის ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული და მაშინ ნულიდან მოგვიწია ჩემპიონატის დაწყება.

ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ. მებადება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა - ანუ არცერთი თამაში არ ყოფილა საეჭვო? და არცერთ თამაშზე არ ჰქონიათ კითხვის ნიშანი?

მიუხედავად ამისა, რეალური შანსი გვქონდა, პლეი-ოფით გავსულიყავით უმაღლეს ლიგაში და მეტოქემ თავადვე აღიარა, რომ ორივე მატჩში ვაჯობეთ, მაგრამ შრომასთან, მონდომებასა და ყველაფერთან ერთად, ცოტა საფეხბურთო ფორტუნაც არის საჭირო.

იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა შეწყდეს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება ბიუჯეტიდან,რადგან ხდება ამ ფულის "გაქრობა" ფედერაციის მაღალჩინოსნების ჯიბეებში.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული