30 იანვრიდან "რუსთავი" უკვე თურქეთში ემზადება: ანტალიაში, ქალაქ სიდეში გუნდი ორ შეკრებას გაივლის და სამშობლოში 26 თებერვალს დაბრუნდება.
ამ დროისთვის ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებთანაც "რუსთავი" ორი შეკრების განმავლობაში საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.
პირველი სპარინგ-პარტნიორი ბულგარული "ცარსკო სელო" იქნება. ეს გუნდი ბულგარეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს
მომდევნო მატჩს "რუსთავი" 9 თებერვალს ჩაატარებს და უნგრეთის ერთ-ერთი უძველეს გუნდს, "შიოფოკს" დაუპირისპირდება. "შიოფოკს" უნგრეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია, ამჟამად კი ამ ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
მესამე საკონტროლო მატჩი 17 თებერვალსაა დაგეგმილი: ამ დღეს "რუსთავი" უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდს, "ალმალიკს" დაუპირისპირდება. დეკემბერში დასრულებულ უზბეკეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში "ალმალიკმა" მე-7 ადგილი დაიკავა.
21 თებერვალს "რუსთავი" რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს, "ხიმკის" დაუპირისპირდება. არცთუ შორეულ წარსულში "ხიმკი" რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებით გამოდიოდა; ყველაზე დიდი მიღწევა კი 2005 წელს რუსეთის თასის ფინალში იყო, როცა "ხიმკი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხდა ცსკა-სთან. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში ცსკა-მ რუსეთის თასთან ერთად, რუსეთის ჩემპიონობაც მოიპოვა და უეფას თასიც; არმიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვალერი გაზაევი გახლდათ, – საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ გაზაევის მამა.
თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს "რუსთავი" 25 თებერვალს ჩაატარებს. მისი მეტოქე ყირგიზული "ალაი" თავისი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.
მომზადებულია Fcrustavi.ge-ს მიხედვით