96 ტრანსფერი - ჩემპიონიც გააქტიურდა, "რუსთავს", ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჰყავს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. თუ აქამდე საქართველოს ჩემპიონი არ აქტიურობდა, ამჯერად ამ კვირაში მატება აქვს.

ხუთი კვირის შემდეგ კლუბების ნამატი 96 ფეხბურთელია და ეს არ არის დასასრული.

ფაქტობრივად, დებიუტანტ "რუსთავს" ახალი გუნდი ეყოლება და ამ გუნდშიც სერიოზული კონკურენცია იქნება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთგვარი ტენდენცია იყო, რომ ეროვნულ ლიგაში თითქმის ყველა გზა "რუსთავში" მიდიოდა. 

"ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, საბოლოო ჯამში, კლუბში 21 ახალი ფეხბურთელია
  • კლუბში მოვიდნენ: "პოგონიდან" - მათე ცინცაძე, "ლიეპაიადან" - ლუკა ზვიადაძე, "მერანიდან" - რევაზ ბარაბაძე,  "კოლხეთიდან" -
    კობა სეფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, "ტორპედოდან" - მათე კვირკვია, "ჩიხურადან" - ბაჩანა ცხადაძე, "შუქურადან" - ირაკლი კლიმიაშვილი, "დილადან" - გიორგი პაპავა, თბილისის "დინამოდან" - ლაშა სალუქვაძე, ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ბექა მიქელთაძე, ლევან გეგეჭკორი; "ლოკომოტივიდან" - მამუკა კობახიძე; ბათუმის "დინამოდან" - დავით კვირკველია, თემურ ჩოგაძე და ოთარ მარცვალაძე, "მეშახტედან"- ავთო ენდელაძე. თავისუფალი აგენტები: ალბერტ ცხოვრებოვი და მიხეილ გორელიშვილი.
სერიოზული ცვლილებებია და უკვე 11 ფეხბურთელი დაიმატა გორის "დილამ":
  • კლუბში მოვიდნენ: თავისუფალი აგენტი - კახაბერ კაკაშვილი, "კოლხეთიდან" - ამოს მონდი, "ლოკომოტივიდან" - ნოდარ ქავთარაძე, ჩეხური "ზბროიოკა ბრვნოდან" - ალვინ ფორტესი, თბილისის "დინამოდან" - გია ჩადუნელი, მიკოლა კოვტალიუკი, ბათუმის "დინამოდან" - ანზორ სუხიაშვილი, "სამტრედიიდან" - დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი კორიფაძე.

"სამტრედიას" უკვე 11 ახალი ფეხბურთელი ჰყავს.

  • კლუბში მოვიდნენ: "დიოშდიორიდან" - ბუბა დაუშვილი, მალაიზიის პკნპ-იდან ვინსენტ-ლუკას ვეილი, ივან ფატიჩი - მაკედონიური "შკუპიდან", ვასიკო ბაჩიაშვილი - ზალგირისის "კაუნოდან", გორის "დილადან" - დავით კირკიტაძე, გივი კარკუზაშვილი, "ჩიხურადან" - გიორგი განუგრავა, "შუქურადან" - რომა ჩაჩუა, "კოლხეთიდან" - შოთა კერძევაძე, "ლიეპაიადან" - გიორგი ერისთავი, "სიონიდან" - საბა აღდგომელაშვილი.
"ჩიხურაში" 10 ნამატია:

  • "დილადან" - ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, "ლოკომოტივიდან" - რევაზ ჩიტეიშვილი და ირაკლი ბუღრიძე, "ვიტ ჯორჯიიდან" - კახა კახაბრიშვილი, "გურიიდან" - დავით მეგრელიშვილი, "ცხინვალიდან" - გიორგი ცერცვაძე, "კოლხეთიდან" - გიორგი ბუხაიძე, "მერანიდან" - დავით მაისაშვილი, "სამტრედიიდან" - თეიმურაზ მარკოზაშვილი და თავისუფალი აგენტი გიორგი ხორხელი.

9 ახალი ფეხბურთელი ჰყავს ბოლნისის "სიონს":

  • კლუბში მოვიდნენ: "დილადან" - მიხეილ მუჯრიშვილი, "რუსთავიდან" - გურამ მინდორაშვილი და გიორგი გაფრინდაშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ლეჟავა, "ზუგდიდიდან" - ცოტნე სამუშია, "ლაკატამიასიდან" - ლევან ხმალაძე, "სამტრედიიდან" - გიორგი დათუნაიშვილი, "ტორპედოდან" - გიორგი ბერიაშვილი, "კოლხეთიდან"- ალექსანდრე გურეშიძე.

ფოთის "კოლხეთმა" 9 ფეხბურთელი დაიმატა:

  • ნოვგოროდის "ოლიმპიეციდან" - ვლადიმერ გოგბერაშვილი, ბათუმის "დინამოდან" - ზურაბ არზიანი და ბორის მახარაძე, "გურიიდან" - ანდრეი პოლტავსტევი და ვალიკო ტყემალაძე, "გაგრიდან" - გიორგი ქურდაძე, "სიზრანიდან" - სერგეი დანილოვი,  თავისუფალი აგენტები - პეტერსო კაბორე და ირაკლი ჩეჟია.

"საბურთალოში" 8 ახალი ფეხბურთელია.

  • კლუბში იასპარეზებენ: ვაგნერ გონსალვესი - "კერლ ბრიუგედან" დაბრუნდა იჯარით, ბათუმის "დინამოდან" - თემურ ჩოგაძე, "ლოკომოტივიდან" - გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი, "შუქურადან" - გიორგი სომხიშვილი.

ეროვნული ლიგის ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოს" 7 ნამატი აქვს:

  • "ჩიხურადან" - მიხეილ სარდალიშვილი და თორნიკე გრიგალაშვილი, "რუხიდან" - ევგენი ბოხაშვილი, "დილადან" - თენგიზ წიქარიძე, "საბურთალოს" 19-წლამდელებიდან" - მერაბ მეგრელაძე, "მეშახტედან" - ტარიელ ხაინდრავა და შალვა ფურცხვანიძე.

5 ფეხბურთელი დაემატა "ლოკომოტივს":

  • "პრატოდან" - რომან ჭანტურია, "შევარდენიდან" - ოთარ კობახიძე, "სამტრედიიდან" - დავით ჯიქია, თბილისის "დინამოდან" - ზურა დავითაშვილი და ბათუმის "დინამოდან" - თეიმურაზ შონია.

თბილისის "დინამოში" 5 ახალი მოთამაშეა:

  • "სიბირიდან" - გუჯა რუხაია, "ესბიერგიდან" - ბუდუ ზივზივაძე, "ჩიხურადან" - გიორგი ივანიშვილი, "ცხინვალიდან" - ლაშა ქოჩლაძე და "საბურთალოდან" - ოთო გოშაძე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
განწირულები ვართ ხელოვნურად.
პატრიოტი იმერელი
14:53 15-02-2018
0
ბატონო ჩაჩავ! დაუშვილი მაინც დაგემატებინათ თუ ტორბედოს გაძლიერება მართლა გინდოდა,მაგრამ ფული არ დახარჯეთ?ისე აძლიერებ გუნდს ევროლიგისთვის ტყიბულის მეშახტედან შეძენილი ფეხბურთელებით ხომ? სამტრედიას არ ყავს კერძო მფლობელი არც რუსთავს,მაგრამ როგორც ჩანს ტორბედოზე მეტი ფული აქვთ და ფეხბურთელებსაც უკეთესს იმატებენ ჩვენგან განსხვავებით.წლის ბოლოს ისევ მოგვიყვება ახალ "დაჩისზღაპრებს" ბატონი ზაალი გუნდის გაძლიერებაზე და ასე გაგრძელდება ფეხბურთის დაფინანსების პროგრამის დამთავრებამდე,მერე კი ვისოლივით წავა გუნდიდან.გაქრება გაზაფხულის თოვლივით.ტორბედო კი.....
mamulo
13:55 05-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული