ოფიციალურად: რომან ჭანტურია თბილისის "ლოკომოტივში" იჯარით ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი რომან ჭანტურია თბილისის "ლოკომოტივში", იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვეა. 21 წლის თავდამსხმელი "ლოკოში" 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჭანტურია იტალიური "ემპოლის" საკუთრებაა. უკანასკნელად იგი, ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ "პრატოში" თამაშობდა.

2013 წელს ჭანტურია იტალიაში სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა. მან 4 წლის მანძილზე "ემპოლის" 17 და 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

2016 წელს რომანი "ემპოლიდან" იჯარით პორტუგალიურ "ოლიანენსეში" გადავიდა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა და 4
გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს იყო 19 და 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნანუკას ჩამოაკითხა
gasagebia
12:56 06-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული