ლევან სალუქვაძე თბილისის "დინამოში" აღარ მუშაობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე დედაქალაქურ კლუბში აღარ მუშაობს. ამის შესახებ სალუქვაძემ Sportall.ge-ს განუცხადა.

სალუქვაძეს კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრის თვეში დაუმთავრდა და ურთიერთშეთანხმებით აღარ გაგრძელდა, დაწყებული საქმეები კი იანვარში მან ბოლომდე მიიყვანა.

სალუქვაძე კვლავ იმუშავებს "სილკ ტვ"-ში, სადაც სპორტული მიმართულების პროდიუსერია. მისივე თქმით, იგი თბილისის "დინამოს" გულშემატკივრად რჩება და მზად არის, თუ როდისმე კლუბს დასჭირდება, სრულიად უსასყიდლოდ და კონტრაქტის გარეშე დაეხმაროს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა 3-წლიანი გეგმა გვაქვსო ერთი თვის წინ რომ ამტკიცებდა?:)) ჯიგრიანი თბილისელი ბიჭობა კარგია, მაგრამ მთავარი მგონი ისაა, რომ ფიფიას უაზრო პოლიტიკას აპრავებდა ესეც და არაფერი გაუკეთებია შედეგისთვის საბოლოოდ
valderrama
13:57 09-02-2018
0
კი ჯიგარი ბიჭია, მაგრამ დინამოში მუშაობისას ისეთი არაადეკვატური განცხადებები აკეთა - სულ დაგვავიწყა ძველი სიჯიგრეები...
Levani
13:52 09-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული