თბილისის "დინამოში" უკრაინელი თავდამსხმელი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მეორე თურქულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს. კახი კაჭარავამ გუნდი გუშინ ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთა. დილით სახალისო სახის ფიზდატვირთვა საღამოს ტაქტიკურმა წვრთნამ შეცვალა.

გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც მანამდე "ვორსკლაში", "კარპატისა" და ლიტვურ "იონავაში" გამოდიოდა. ასევე უთამაშია უკრაინის 16 და 21-წლამდელთა ნაკრებში. შეკრება კი სერგეი პეტკომ და იაროსლავ ბოგუნოვმა დატოვეს.

"დინამო" თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 მატჩს გამართავს. 17 თებერვალს მათი მეტოქე  სოლიგორსკის "შახტიორი" იქნება, 22 თებერვალს - ყარაღანდის "შახტიორი", ხოლო დასკვნითი თამაში, 25 თებერვალს - შიმკენტის "ორდაბასის" წინააღმდეგ
შედგება.

მომზადებულია "დინამოს" facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
აკადემია მარტვილში, აკადემია თბილისში, ზრდის ეს კაცი მომავალ თაობას ცდილობს ამათგან რამე გამოიყვანოს რაღამდენი აკეთოს დახმარებით არავინ არ ეხმარება, ერთ ადამიანზეა ყველაფერი და .... ჩამოიყვანეთ ხახლო ჯერ ჩამოიყვანეთ და მერე დასვით კითხვები ჩამოვიდა? არ ჩმოვიდა რატო და ასე შემდეგ... მარაზმში გადაგის ხალხის ცინიკური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.
მოყვარული
11:35 20-02-2018
0
როგორ არა გცხვენიათ ვერ ვიგებ რა!! რაც ფიფიას ქართული ფეღბურთისთვის გაკეთებული აქ იმის ნახევარი რომ აკეთოს ყველამ ესეთ დღეში არ იქნება დღეს ქართული ფეღბურთი. განსჯაში ყველ მაგრები ხართ და რა გაგიკეთებიათ
Gulshematkivari
20:26 19-02-2018
0

სიახლეები პოპულარული