თბილისის "დინამოში" უკრაინელი თავდამსხმელი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მეორე თურქულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს. კახი კაჭარავამ გუნდი გუშინ ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთა. დილით სახალისო სახის ფიზდატვირთვა საღამოს ტაქტიკურმა წვრთნამ შეცვალა.

გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც მანამდე "ვორსკლაში", "კარპატისა" და ლიტვურ "იონავაში" გამოდიოდა. ასევე უთამაშია უკრაინის 16 და 21-წლამდელთა ნაკრებში. შეკრება კი სერგეი პეტკომ და იაროსლავ ბოგუნოვმა დატოვეს.

"დინამო" თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 მატჩს გამართავს. 17 თებერვალს მათი მეტოქე  სოლიგორსკის "შახტიორი" იქნება, 22 თებერვალს - ყარაღანდის "შახტიორი", ხოლო დასკვნითი თამაში, 25 თებერვალს - შიმკენტის "ორდაბასის" წინააღმდეგ
შედგება.

მომზადებულია "დინამოს" facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
თბილკისის დინამო იქცა ფიფიას ხელში მესამეხარისხოვანი ფეხბურთელების ნავსაყუდლად.
status quo
13:48 16-02-2018
0
გენაცვალეთ საკადრო პოლიტიკაში:) მოკითხვა ფიფიას:)
valderrama
13:34 16-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული