"სამტრედია" შეკრებაზე "შაგადამს" დაუზავდა

AutoSharing Option

"სამტრედია" მორიგ ამხანაგურ მატჩში თურქმენულ კლუბ "შაგადამს" დაუპირისპირდა.

44-ე წუთზე ანგარიში ოლაიტან მაიკლის გოლით გაიხსნა და შეხვედრის პირველი ნახევარი 1:0 "სამტრედიას" სასარგებლოდ დაფიქსირდა.

მატჩის 85-ე წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მიგინეიშვილი, ნდონგი, ახალაძე, ფატიჩი, განუგრავა, დაუშვილი, ჩაჩუა, გი, ბაჩიაშვილი, ერისთავი, მაიკლი.

მეორე ნახევარში ცვლილებები ასე გამოიყურებოდა: განუგრავა-მესიაჩენკო; გი-ოლხოვი; ბაჩიაშვილი-კერძევაძე; ერისთავი-ხაჩიძე; ოლაიტანი-კირკიტაძე.

მომზადებულია fcsamtredia.com-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მგონი სამტრედიამ ყველაზე კარგი ტრანსფერები გაჩარხა, საუკეთესო კი დაოშვილის მიყვანააა გუნდში და ჩემი აზრით ყველა ქართველმა ლეგიონერმა უნდა მიბაძოს დაოშვილს და სკამის ხეხვას ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს
roma
17 თებერვალი 2018 14:48
1
grandi daumarcxebia smatredias))))
pachka
22 თებერვალი 2018 17:19
0

სიახლეები პოპულარული