"დინამო" სოლიგორსკის "შახტიორს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში ბელარუსის სოლიგორსკის "შახტიორს" დაუზავდა - 1:1.

პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. დებიუტში მეტოქემ მოიპოვა ფორა, როდესაც მეოთხე წუთზე ტომისლავ კიშმა აიღო დინამოელთა კარი. საპასუხოდ ოთარ კიტეიშვილმა სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი ბოლო წამს ბელორუსთა კიპერმა მოიგერია. 24- ე და 27- ე წუთებზე შახტიორის ფეხბურთელებმა ორი სახიფათო შ
ეტევა განახორციელეს, რაზეც თბილისელებმა აკაკი შულაიას და ბუდუ ზივზივაძის აქტიურობით უპასუხეს.

მეორე ტაიმში დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ინიციატივა მატჩის ბოლომდე აღარ დაუთმია. მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა და 50- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო. თბილისელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი ყარაგანდის შახტიორთან 22 თებერვალს გამართავს.

დინამო 1:1 შახტიორი

გოლები: 0:1 კიში 4’ 1:1 ზივზივაძე 50’
დინამო: ბულისეკრია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ივანიშენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი, შულაია, ზივზივაძე
შახტიორი: კლიმოვიჩი, ბურკო, შიმუნოვიჩი, რიბაკი, კოვალევი, სზოკე, სელიავა, კოზლოვი, კიშ, ლაპტევი, ებონგი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული