ეროვნული ლიგა 2018. ფოთის "კოლხეთის" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

ფოთის "კოლხეთს" ეროვნულ ლიგაში პოზიციის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდა, თუმცა პლეი-აუტში მარტვილის "მერანს" ორი მატჩის ჯამში აჯობა და ლიგაში დარჩა.

ფოთელები სეზონს "ჩიხურასთან" მატჩით 3 მარტს ხსნიან. მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართება.

"კოლხეთისთვის", როგორც სხვა ეროვნული ლიგის კლუბებისთვის, პრობლემა საკუთარ მოედანზე თამაშია. ამ შემთხევაშიც ფოთელებს ალტერნატიული გამოსავალის ძიება უწევს.

როგორც ეროვნული ლიგის საიტზე წერია, ფოთელები პირველ თამაშს მასპინძლის სტატუსით მე-2 ტურში "საბურთალოსთან" ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

ტრანსფერები
ფოთის "კოლხეთი"
ფეხბურთელების უმეტესობამ დატოვა და კლუბი სულ თავიდან იწყებს შენებას 2018 წელს. მატებაც არანაკლებია და საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ლეგიონერები შეურთდნენ კლუბს. მათი ძალა და თამაშის ხარისხი ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში გამოჩნდება. მათი დიდი ნაწილი "ოლიმპიეციდანაა", რომელიც რუსეთის პირველი დივიზიონის მე-12-ადგილოსანი გუნდია.

კლუბიდან წავიდნენ: დავიდ ბოლქვაძე და თამაზ ჯიშკარიანი (მერანი), კოკა სეფიაშვილი (რუსთავი), გიორგი ბუხაიძე (ჩიხურა), გიორგი ჯანელიძე (ბათუმის დინამო), თამაზ შალიკაშვილი (ზუგდიდი), ალექსანდრე გურეშიძე (სიონი), ალექსანდრ დერებჩინსკი (ნეფთჩი), შოთა კერძევაძე (სამტრედია), ამოს ნონდი (დილა), იგორ ბოვკო (თავისუფალი აგენტი).

კლუბში მოვიდნენ: ვალიკო ტყემალაძე, გიორგი არქანია და ანდრეი პოლტავსტევი (გურია), ვლადიმერ გოგბერაშვილი, ვლადიმირ მიხაილოვი, ვიქტორ კარპუხინი (ოლიმპიეცი), ზურაბ არზიანი და ბორის მახარაძე (ბათუმის დინამო), ალექსეი სოლოსინი (ანჟი), გიორგი ქურდაძე (გაგრა), სერგეი დანილოვი (სიზრან-2003), პეტერსონ კაბორე, გიგა ჭეიშვილი და ირაკლი ჩეჟია (თავისუფალი აგენტები).

შეკრება
უნდა ითქვას, რომ ფოთელებს ერთ-ერთი საუკეთესო შეკრება ჰქონდათ ეროვნულ ლიგაში. მათი მეტოქეები ბევრად უფრო სახელოვანი გუნდები იყვნენ, ვიდრე სხვა ქართული კლუბების. ამას ისიც დაემატა, რომ კლუბს თავი არ შეურცხვენია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. კლუბმა ორი კვირა ბელეკში დაჰყო და იქ 4 მეტოქეს დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა უკრაინულ "დნიპროსთან" ჰქონდათ, სადაც კონსტატინე გალკინის დამოძღვრილები ჯერ იგებდნენ მატჩს 1:0 და საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე გუნდი ვაკო გვილიას ყოფილი კლუბი "ბატე" იყო, რომელიც თითქმის ყოველ წელს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს. მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, "კოლხეთი" დამარცხდა ანგარიშით 0:2.

მესამე მეტოქე უნგრული "კიშვარდა" იყო, რომელიც 3:1 დაამარცხეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს. "კიშვარდა" უნგრეთში მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "ბუდაპეშტს" 5 ქულით ჩამორჩება.

ბოლო შეხვედრა ფოთელებმა გიორგი ლორიას "ანჟისთან 1:4 დათმეს.

დასკვნა
ფოთელთა ასპარეზობა ამ სეზონში დამოკიდებული იქნება ლეგიონერებზე, რომლებიც მოვიდნენ და მათი სათამაშო ხარისხი მალე გამოჩნდება. კლუბს ნამდვილად არ შესწევს ძალა, რომ ხუთეულისთვის იბრძოლოს, თუმცა შესაძლებელია ამ სეზონში უფრო სტაბილური ასპარეზობით ლიგაში ადგილის შენარჩუნება. კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკუთარ სტადიონზე ასპარეზობა და მისი ქომაგის მხარდაჭერა, რადგან ძალიან დიდი როლი ითამაშა ფოთელმა ქომაგმა პლეი-აუტში კლუბის წარმატებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული