ლევან კობიაშვილი: "ტორპედომ" დაამტკიცა რომ საუკეთესო იყო წინა სეზონში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასის ტიტული პირველად მოიგო. ქუთაისელთა წარმატებაზე საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

- იცით რომ სეზონის პირველი თამაში იყო, ესეთი დასაწყისი იცის ხოლმე. საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, რაც მთავარია გულშემატკივრებისთვის კარგი სანახაობა გამოდგა.

მინდა მივულოცო ქუთაისის "ტორპედოს", ამ კლუბმა დაამტკიცა რომ საუკეთესო იყო წინა სეზონში. რასაკვირელია ასევე უნდა გამოვყო "ჩიხურაც", მათთვის მნიშვნელოვანია ეს სეზონი რადგან ევროთასებზე გამოდის.

წარმატებული სეზონი იყო და მომავალშიც ასეთი იქნება. ახალი ფორმატით გრძელდება მომდევნო სეზონიც და ფედერაცია ყველანაირად ცდილობს სანახაობრივი
იყოს და დარწმუნებული ვარ გამოგვივა.  - თქვა კობიაშვილმა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხ კობი, კობი!!! რა კარგი წარმოდგენის იყო ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი შენს მიმართ, მაგრამ ახლა........................
გოგა
01 მარტი 2018 12:10
0
კობი, შენს მოადგილე ვიცე პრეზიდენტს წააკითხე ფედერაციის ეთიკის ნორმები ან დამამშვიდებელი დაალევინე.
savle
27 თებერვალი 2018 15:53
0
ეგ რითი დაასკვენი კობი? გაბანძებულ ჩიხურას რომ მოუგო?
ola
24 თებერვალი 2018 21:00
7
ფეხბურთელებიც და მსაჯებიც თამაშის ტემპის დაგდებას რო ცდილობენ მთელი თამაშის განმავლობაში ესეთი თამაშების საყურებლად გვეპატიჟებით სტადიონზე?
Giorgi
24 თებერვალი 2018 18:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული