ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
იმედია როგორც ადვოკატი უკეთესი იქნებით.
გაიგეთ, ხვიჩა გუნდის სული და გულია, ხვიჩას მოედნიდან გაყვანა ნიშნავდა გუნდის ობლად დატოვებას.
ხვიჩა დიდი ძალაა რომც იდგეს, რამდენიმე დამცველს მისკე აქვს ყურადღება გადატანილი და ერთი ადგილი უკანკალებს, და იმდენს უკანკალებს ბოლოს შესაცვლელი ხდება, გესმით ?
მარჯვნივ რომ ბიჭებმა გაილაღეს და თავზე დაამხეს თურქებს, ლომის წილი კვარაზეცაა.
სანიოლმა ეს კარგად იცის.
ხვიჩაც აფეთქდა რამდენჯერმე, პირველად ითამაშა ევროპაზე, დალაგდება შემდეგში
თენგო
11:50 20-06-2024
3
სათაურია საკუთარ მომავალზე ისაუბრაო და ტექსტშიბწერია. საკუთარ მომავალზე არაფერს ვფიქრობ ნაკრებია თამაშებზე ვფიქრობო. "სწრორი" სათაური შერჩევის ჟურნალისტს. პროფესიონალიზმის მეტყველებს
გუგუშ
09:36 20-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული