ეროვნული ლიგა 2018. "სამტრედიის" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

"სამტრედიამ" 2017 წლის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. კლუბში სეზონის ბოლო წრეში ცვლილებაც იყო, მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე უჩა სოსიაშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ბუნებრივ საფარს აგებს. ასევე დაგეგმილია დასავლეთის ტრიბუნის აშენება და არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.


"სამტრედია კი ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეში საშინაო მატჩებს თბილისში, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გამართავს.

ტრანსფერები
კლუბიდან
დაახლოებით 12-მდე ფეხბურთელი წავიდა და ამდენივე მოვიდა. იმერულმა კლუბმა ნაკრების ორი ფეხბურთელი და რამდენიმე საინტერესო ლეგიონერი დაიმატა, რაც უფრო გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კლუბიდან წავიდნენ: თეიმურაზ მარკოზაშვილი (ჩიხურა), დავით ჯიქია (ლოკომოტივი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა), გურამ სამუშია, ჯემალ გოგიაშვილი, დავით რაჟამაშვილი (დილა), დავით მთივლიშვილი (შევარდენი), ლაშა კასრაძე (ჟეტისუ), გიორგი დათუნაიშვილი (ბოლნისის სიონი), ნიკა სანდოხაძე (კარპატი), გიული მანჯგალაძე (კაპაზი), ნიკოლოზ საბანაძე (სიაჰ იამეგანი), ბაქარ ბალდე (თავისუფალი აგენტი).

კლუბში მოვიდნენ: მურთაზ დაუშვილი (თავისუფალი აგენტი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ), ვინსენტ ვეილი (პკნპ), ივან ფატიჩი (შკუპი), საბა აღდგომელაშვილი (ბოლნისის სიონი), გივი ქარქუზაშვილი და დავით კირკიტაძე (დილა), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), გიორგი ერისთავი (ლიეპაია), რომან ჩაჩუა (შუქურა), ვასიკ ბაჩიაშვილი (ზალგირისი), შოთა კერძევაძე (კოლხეთი).

შეკრება
"სამტრედიას" შეკრება თურქეთში ჰქონდა, სადაც 7 ამხანაგური მატჩი გამართა:

პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა ყაზახეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "ორდაბასთან" - 1:3. მეორე მატჩში კი ბოსნიის მეშვიდეადგილოსან "მლადოსტ დობოისთან" 0:2 დათმო.

პირველი ფრე ითამაშა რუმინეთის რანგით მეორე ლიგის გუნდთან, "დუნარეა კალარასთან" - 1:1. მესამე მარცხი იწვნია ყაზახეთის პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსან ყარაგანდის "შახტიორთან" - 0:2.

მორიგი ფრეები ითამაშა დანიის მე-2 ლიგის გუნდთან, "ვაილე ბოლდკლუბთან" - 0:0 და თურქმენეთის მესამეადგილოსან "შაგადამთან" - 1:1.

ბოლო მატჩში კი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მეტოქე ყირგიზეთის ჩემპიონი "ალაი" იყო. "სამტრედია" საქართველოში 4:3 გამარჯვებით წამოვიდა.

დასკვნა
კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერები განახორციელა ეროვნულ ლიგაში. საუკეთესოს იმიტომ ვუწოდებთ, რომ სხვა კლუბებს არ ჰქონიათ მსგავსი შენაძენები. ორი ლეგიონერის ძალას, რომლებსაც კარიერის დასაწყისი ტოპ-გუნდთან აკავშირებთ, ივან ფატიჩისა და ვინსენტ ვეილის შესაძლებლობებს მალე ეროვნულ ლიგაში გავეცნობით.

შეკრებას საშინელი უნდა ვუწოდოთ, იმის მიუხედავად, რომ კლუბი თითქმის ახლიდან შეიქმნა, მეტოქეების ყალიბიდან გამომდინარე, სასაცილოც კია ზოგიერთი დაფიქსირებული შედეგი.

ვიმედოვნებთ, რომ კლუბი ევროთასამდე თავის თამაშს იპოვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედია და მისთანები რომ არიან ქვეყნის ჩემპიონები და ჩიხურა თასის მფლობელი ამითაც ჩანს ქართული ფეხბურთის დაბალი დონე.
mamulo
15:16 27-02-2018
3
ვისაც გონია რომ სამტრედია წელს სუსტი გუნდი იქნება მალე ინანებს ამ სიტყევბს, კლუბი ოთხი წელია ევროზონასჰი მოსახვედრად მუდმივად იბრძვის, გუნდი რომელი საქართველოს ჩემპიონი გახდა, გუნდი რომელამც შეძლო შეენარჩუნებია ღირსება და ზოგი გუნდივიტ ერთ წელში არ დაიშალა. თქვენ შეაფასათ ეს გუნდი როგორც გინდათ მაგრამ ერტი იცოდეთ ეს სამტრედია და თქვენი გამოხტომები არაფერს დააკლებს ამ გუნნდ პირიქით უფრო შემართებით იქნებიან. დამტკიცდევა ვინაა ძლიერი და ვინაა სუსტი. სამტრედიაააა
jemiko
17:46 26-02-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული