თბილისის "დინამომ" ბოლო საკონტროლო მატჩში "ორდაბასი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" მეორე თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრა ყაზახეთის პირველობის ბრინჯაოსმედალოსან "ორდაბასისთან" ჩაატარა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ამხანაგური შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად ჩაატარა. "დინამოელებმა" მეორე წუთზევე შექმნეს სახიფათო მომენტი.

ნიკა ნინუას ჩაწოდებულს ტერენტი ლუცევიჩი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ. დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე- 15 წუთზე უკვე დემეტრე ბულისკერიას მოუწია თამაშში ჩართვა. ამ უკანასკნელმა მეტოქის შემტევს არ გაატანინა. 23-ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს.

თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. ანგარიში მეტოქემ მე-40 წუთზე გაათანაბრა. ტოლებეკმა საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა დინამოელთა კარში - 1:1.
ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ოთარ კიტეიშვილს შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის 55-ე წუთზე კი ლევან ხარაბაძემ ითამაშა მეტოქის საჯარიმოში კარგად და ანგარიში 2:1 გახადა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 78-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დასვა, მან აკაკი შულაიას სწრაფი გარღვევა და ზუსტი პასი გოლად გარდასახა და "დინამომ" 3:1 იმარჯვა.

ამით თბილისელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და დღეს სამშობლოში გამოემგზავრებიან. 4 მარტს კი "დინამო" ეროვნული ლიგის პირველ ტურში "რუსთავს" უმასპინძლებს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიდეო წყდება შუაში. იქნებ მიაქციოთ ყურადღება. ბევრ ვიდეოს სჭირს მსგავსი რამ.
georgian
16:12 26-02-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული