ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ Sportall.ge-სთან საუბარში საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.

"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.

- რა მოხდა "ჩიხურასა" და "ტორპედოს" თამაშის შემდეგ?
- არაფერი არ მომხდარა, კონფლიქტი ამოწურულია. ჩვეულებრივი ძიძგილაობა იყო. თამაშის მერე, რაც ხდება
ხოლმე გაურკვევლობა, ის მოხდა. არაფერი ისეთი ჩხუბი არ მოჰყოლია ამას.

არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა... მერე ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩაერია და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა.

- როგორც ვიცით, თქვენ დაკითხვაზე პოლიციაშიც იყავით...
- რასაც თქვენ გეუბნებით, ის ვუთხარი პოლიციას, სხვა არაფერი.

- საჩხერის "ჩიხურას" მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ხშირად აქვს. კონკრეტულად ამ თამაშის მსაჯობას როგორ შეაფასებდით?
- უკმაყოფილო ვარ, რადგან ნებისმიერ შეხებაზე მსაჯი ჯარიმას დებდა. საფეხბურთო ტერმინით რომ ვთქვათ, "შემოგვილაგა" ჯარიმები. სხვა რა ექნა, გიორგი ვადაჭკორია ჩვენს კარში გოლს ხომ არ გაიტანდა? რაც შეეძლო ჩვენ წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა.

მე ამაზე გამოვხატე უკმაყოფილება, მაგრამ არც შემიგინებია ვინმესთვის და არც არაფერი. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ეს იყო უღირსი საქციელი.

აქვე გეტყვით, რომ კახა ჭუმბურიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი კომენტარები არ გამოაჩინოთ, კარგად დაბლოკეთ - უპასუხიმგებლო საფეხბურთო ფუნქციონერებს გული არ ეტკინოთ სიმართლის წაკითხვით
არც არაფერი გვეშველება...
01 მარტი 2018 14:13
2
vadachkoria mosakvetia msajobidan ukve didi xania, ukve satvalavi ameria imdeni raodenobis tamashebi gaafucha, federazias shublis zargvi didi xania gatkvetili aakvs!
qomagi
01 მარტი 2018 16:00
0
საინტერესოა ტორპედოს ფანები რას ფიქრობენ ვადაჩკორიაზე? საჩემპიონო თამაშის ბოლო წუთზე დადებულ პენალტზე?
emzari
02 მარტი 2018 10:47
1
გამოდის, რომ ტორპედომ, შუკაკიძის ჭკუით, დაუმსახურებლად მოიგო?????!!!!!!
გიორგი
01 მარტი 2018 12:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული